კონტენტზე გადასვლა

დღე 6: რელიზები, ბმულები, backup

flowchart LR
C["current
(სიმბოლური ბმული)"] -- "ახლა" --> V2["releases/v2
VERSION=2.0.0"]
C -. "გადართვის შემდეგ" .-> V1["releases/v1
VERSION=1.0.0"]

Task 31: ორი ვერსია

cd ~/linux-week1
mkdir -p releases/v1/site releases/v2/site
echo "1.0.0" > releases/v1/VERSION.txt
echo "
Demo Shop 1.0.0
" > releases/v1/site/index.html
echo "2.0.0" > releases/v2/VERSION.txt
echo "
Demo Shop 2.0.0 - new design
" > releases/v2/site/index.html
- 💡 ძველ ვერსიას უკან დასაბრუნებლად ვინახავთ. პირდაპირი გადაწერით ის სამუდამოდ დაიკარგებოდა.

Task 32: მიმდინარე რელიზი (სიმბოლური ბმული)

ln -s releases/v1 current
ls -l current                                  # current -> releases/v1
cat current/VERSION.txt current/site/index.html
ln -sfn releases/v2 current                    # გადართვა
ln -sfn releases/v1 current                    # უკან
- 🔴 სიმბოლური ბმული არის გზამკვლევი სხვა ფაილზე/საქაღალდეზე. ls -l-ში იწყება l-ით და ჩანს current -> releases/v1. შეფარდებითი სამიზნე (releases/v1) ითვლება ბმულის მდებარეობიდან. - 💡 ბმული ასლისგან განსხვავდება: მიუთითებს ორიგინალზე და არ ქმნის ახალ ფაილს. გადართვისას ვცვლით მხოლოდ სამიზნეს; რელიზის ფაილები უცვლელია.

Task 33: გაფუჭებული ბმული

ln -sfn releases/v9 current
cat current/VERSION.txt          # No such file or directory
ls releases                      # v1 v2 : ნამდვილი რელიზები სუფთაა
ln -sfn releases/v1 current      # გასწორება
- 💡 ბმულის არსებობა არ ამტკიცებს სამიზნის არსებობას: ბმული მხოლოდ გზაა და არ ამოწმებს.

Task 34: არქივი

cd ~/linux-week1
tar -czf backups/week1-backup.tar.gz environments documents releases current
ls -l backups/week1-backup.tar.gz
tar -tzf backups/week1-backup.tar.gz | head
tar -tvzf backups/week1-backup.tar.gz | grep current     # l... current -> releases/v1
- 🔴 -c შექმნა, -z gzip, -f ფაილი; -t შემადგენლობა ამოღების გარეშე; -x ამოღება. - 💡 რა შევინახეთ: environments (.env-ებით), documents, releases, current (ბმულად). რა გამოვტოვეთ: backups (არქივი თავის თავს არ უნდა შეიცავდეს), incoming, reports, playground: სამუშაო/დროებითი ფაილებია.

Task 35: აღდგენა

cd ~/linux-week1
mkdir -p restore/test
tar -xzf backups/week1-backup.tar.gz -C restore/test
ls -la restore/test; ls -l restore/test/current
sha256sum releases/v1/site/index.html > playground/index.sha256
rm releases/v1/site/index.html
tar -xzf backups/week1-backup.tar.gz releases/v1/site/index.html    # მხოლოდ ეს ფაილი
sha256sum -c playground/index.sha256                                 # ...: OK
- 💡 დამტკიცება: წაშლამდე დავიმახსოვრეთ ფაილის კონტროლური ჯამი და აღდგენის შემდეგ sha256sum -c დაწერა OK: ანუ შიგთავსი ბაიტ-ბაიტ იგივეა. tar -x მხოლოდ ერთ ფაილს ამოიღებს და დანარჩენს არ ეხება.

Task 36: ერთი ფაილის შეკუმშვა

cd ~/linux-week1 && mkdir -p playground/compress-test
cp environments/dev/logs/app.log playground/compress-test/app-copy.log
cd playground/compress-test
gzip -k app-copy.log            # ქმნის app-copy.log.gz; ორიგინალი რჩება
ls -l                            # ზომების შედარება
rm app-copy.log && gunzip app-copy.log.gz
cmp app-copy.log ~/linux-week1/environments/dev/logs/app.log && echo SAME
- 💡 შეკუმშვა ფაილს ამცირებს (gzip); არქივი ბევრ ფაილს ერთში აერთიანებს (tar); backup არის დაცული ასლი სხვა ადგილას, საიდანაც აღდგენა შეიძლება. ერთი ფაილის შეკუმშვა ასლი არ არის.

წინა: დღე 5 · შემდეგი: დღე 7