კონტენტზე გადასვლა

SSH Configuration

Task 4 — SSH Configuration

Bash commands

# SSH სერვერის ინსტალაცია და კონფიგურაცია
systemctl status ssh
sudo apt update
sudo apt install openssh-server
sudo systemctl enable ssh
sudo systemctl start ssh
# Firewall კონფიგურაცია
sudo ufw status
sudo ufw allow ssh
sudo ufw allow 22

SSH Key Authentication

მუშაობს "ბოქლომისა და გასაღების" პრინციპით: შენს კომპიუტერზე (Host) გაქვს Private Key (გასაღები), ხოლო სერვერზე აგდებ Public Key-ს (ბოქლომს).

MobaXterm SSH Key Generator

MobaXterm-ს მოყვება ხელსაწყო, რომელიც ამას აკეთებს.

გახსენი MobaXterm და მენიუში აირჩიე: Tools -> MobaKeyGen (SSH key generator).
დააჭირე ღილაკს Generate და ამოძრავე მაუსი ცარიელ ადგილას (ეს საჭიროა შემთხვევითი
მონაცემების შესაქმნელად). გასაღები როცა შეიქმნება:
Public Key: დააკოპირე ის გრძელი ტექსტი, რომელიც ფანჯრის ზედა ნაწილში გამოჩნდა (იწყება
ssh-rsa-ით). Private Key: დააჭირე Save private key და შეინახე შენს კომპიუტერზე (მაგ: my_key.ppk).
პაროლის (passphrase) დადება აუცილებელი არ არის, შეგიძლია გამოტოვო.

key passphrase: ----

Public Key:

Example

ssh-rsa AAAAB3NzaC1yc2EAAAADAQABAAABAQCC004lHrwHeoubnDFDZFcZidF84h3dwYmafcgUaT5/x0/
qGEtDR2wXlDeFVOsE60EaUu0OBVtlSlwKhqUuOuH4n9WFaVgJwZdpdyKyHCpBH/krULumPLu9DL5
+58b8L4Ok8uI72F2n+gkJpNrynDbd/9lW20G00hPyGEIEMDljQaMOrUz6QbiopDiuYmpRy4vSRy7
+PPy7NVv5okiAmHczZeybi3vPYOkTVXhYmdQq9IHoOgRPkk4e6cMuJuQoa9kjPhgERdmuFmlJ12KM27xSVX+R
+E0GD1hXq9B4mnrE1ivsZcYqJFvOFrc9mhEqdFcvsO3EQNm1Xwkcxg0WXeUL rsa-key-20260210

Public Key-ს დამატება Ubuntu სერვერზე

ახლა სერვერს უნდა "ვასწავლოთ" შენი გასაღები.

შედი სერვერზე (ჯერჯერობით პაროლით) MobaXterm-იდან. შექმენი სპეციალური დირექტორია და ფაილი:

mkdir -p ~/.ssh
chmod 700 ~/.ssh

Tip

Ctrl+X დაგეხმარება გახსნილი ფაილის დახურვაში
Ctrl+Y დაგეხმარება დასტურში ფაილის სახელზე
Enter უბრალოდ თანხმობა და ფაილი დაიხურება

აქ შეგიძლია გასაღების ჩაშვება

nano ~/.ssh/authorized_keys
ჩასვი (Paste) ის ტექსტი, რომელიც წეღან MobaKeyGen-იდან დააკოპირე.
შეინახე და გამოდი.
მიანიჭე ფაილს სწორი უფლებები:
chmod 600 ~/.ssh/authorized_keys

MobaXterm-ის კონფიგურაცია

ახლა უნდა ვუთხრათ MobaXterm-ს, რომ ამ სერვერთან დაკავშირებისას გამოიყენოს შენი ფაილი.

MobaXterm-ში დააწკაპუნე მარჯვენა ღილაკით შენს სესიაზე (Session) და აირჩიე Edit session.
გადადი SSH settings ტაბში.
მონიშნე Use private key.
დააჭირე ლურჯ ხატულას და აირჩიე ის .ppk ფაილი, რომელიც ნაბიჯ 1-ში შეინახე.
დააჭირე OK.

Electerm-ის კონფიგურაცია (Linux host)

Electerm საკუთარ SSH კლიენტს იყენებს და ~/.ssh/ ფოლდერს ავტომატურად არ კითხულობს, ამიტომ key ხელით უნდა მიუთითო.

1. Key-ის შექმნა host-ზე

ssh-keygen -t ed25519 -C "k@hostpc"
კითხვებზე დააჭირე Enter. შეიქმნება ~/.ssh/id_ed25519 (პრივატული) და ~/.ssh/id_ed25519.pub (საჯარო).

2. Public key-ის გადატანა VM-ზე

ssh-copy-id [email protected]
ერთხელ ჩაწერე VM-ის პაროლი.

3. Electerm-ში bookmark

  1. შექმენი ახალი bookmark.
  2. Host: 192.168.56.10, Port: 22, Username: k.
  3. პაროლის ველი დატოვე ცარიელი.
  4. Private Key ველში ჩასვი პრივატული key-ის შიგთავსი (-----BEGIN OPENSSH PRIVATE KEY------დან -----END ...-მდე):
    cat ~/.ssh/id_ed25519
    
  5. Passphrase დატოვე ცარიელი, თუ key-ის შექმნისას არ დაგიწერია.
  6. შეინახე და დააჭირე Connect.

Warning

პრივატული key-ი არავის გაუგზავნო და git-ში არ ატვირთო. მხოლოდ .pub ფაილია საჯარო.

შემოწმება

გათიშე მიმდინარე სესია და ხელახლა დაუკავშირდი სერვერს.
თუ ყველაფერი სწორად გააკეთე, სერვერი პაროლს აღარ მოგთხოვს და პირდაპირ ტერმინალში შეგიშვებს.

პაროლით შესვლის აკრძალვა

sudo nano /etc/ssh/sshd_config
მოძებნე ეს ხაზები და გადააკეთე ასე:
PasswordAuthentication no
PubkeyAuthentication yes
PermitRootLogin no
- PasswordAuthentication no — პაროლით შესვლა აკრძალულია, მხოლოდ key-ით - PubkeyAuthentication yes — SSH key-ით ავტორიზაცია ჩართულია - PermitRootLogin no — root იუზერით პირდაპირ შესვლა აკრძალულია

Warning

ეს გააკეთე მხოლოდ მას შემდეგ, რაც key-ით შესვლა წარმატებით შეამოწმე, თორემ სერვერიდან გამოიკეტები.

Tip

Ubuntu-ზე /etc/ssh/sshd_config.d/ ფოლდერის ფაილებიც იკითხება და 50-cloud-init.conf-ს შეუძლია PasswordAuthentication yes დააბრუნოს. ამიტომ სუფთა გზაა ცალკე ფაილი: sudo nano /etc/ssh/sshd_config.d/00-keys-only.conf და იმ სამი ხაზის ჩაწერა მასში. 00- სახელი პირველი იკითხება და იმარჯვებს.

კონფიგურაციის შემოწმება გადატვირთვამდე:

sudo sshd -t

გადატვირთვა SSH

sudo systemctl restart ssh