კონტენტზე გადასვლა

Linux: პირველი სამუშაო კვირა (პრაქტიკა)

ვისთვისაა: ვისაც Linux-ის ტერმინალი პირველად აქვს და უნდა შეასრულოს „Linux-ზე პირველი სამუშაო კვირა" (ლექციები 1-5, 42 თასქი). როგორ გამოიყენო: წაიკითხე ზევიდან ქვევით. თითო თასქს აქვს ბრძანება, რატომ და როგორ შევამოწმეთ. ბოლოს არის დაცვის კითხვები და თვითშემოწმება.

ნიშნები ამ დოკუმენტში

ნიშანი მნიშვნელობა
🔴 ზეპირად უნდა იცოდე
💡 რატომ ვაკეთებთ ამას
✅ როგორ შევამოწმეთ, რომ სწორია
⚠️ ტიპური შეცდომა (ჩვენც დაგვემართა)

შენიშვნა მაგალითებზე. ბრძანებების შედეგები, რომლებიც ამ გზამკვლევშია, ჩვენს სასწავლო ლაბში მივიღეთ (მაგ. 31 ხაზი, 15 ERROR). შენთან რიცხვები შეიძლება განსხვავდებოდეს, თუ სხვა მონაცემებს შექმნი. <user>, <vm-ip> და FIRSTNAME-LASTNAME შენი მნიშვნელობებით ჩაანაცვლე.

სურათი ერთ გვერდზე

1.1 ორი კომპიუტერი

flowchart LR
C["კლიენტი
(შენი კომპიუტერი)
prompt: you@laptop"] -- "SSH სესია
(დაშიფრული კავშირი)" --> S["სერვერი
(VM, Ubuntu Server)
prompt: user@vm"]
S -- "ბრძანების გამოტანა
ბრუნდება კლიენტთან" --> C
• კლიენტი იწყებს კავშირს და აკრეფს ბრძანებას. სერვერი ასრულებს მას და პასუხს უკან აბრუნებს.
• 🔴 პირველი წესი: ყოველი ბრძანების წინ prompt-ს შეხედე (you@laptop თუ user@vm). ჩვენი ყველაზე ხშირი შეცდომა ის იყო, რომ ბრძანება არასწორ კომპიუტერზე გავუშვით.
• 💡 ~/.ssh/config და პირადი გასაღები კლიენტზეა. საჯარო გასაღები სერვერზეა (~/.ssh/authorized_keys). linux-week1 სერვერზეა.

1.2 კვირის გეგმა

დღე თასქები თემა
1 01-06 SSH-ით შესვლა, გარემოს გაცნობა, ფაილური სისტემა, სქემა
2 07-12 საქაღალდეები, გზები, ფაილები, დამალული ფაილები, ასლი
3 13-18 30 დოკუმენტი, ძებნა, დალაგება, კოპირება/გადატანა, წაშლა
4 19-24 ლოგები: დათვალიერება, გაფილტვრა, დათვლა, |, tail -f
5 25-30 კონფიგურაცია (sed), უფლებები (chmod)
6 31-36 რელიზები, სიმბოლური ბმული, tar, აღდგენა, gzip
7 37-42 scp, შეცდომების კითხვა, შემოწმება, გადაბარება, არქივი, დაცვა

1.3 სამუშაო საქაღალდის სტრუქტურა

linux-week1/
├── hello.txt  notes.txt  system-info.txt  system-map.txt  HANDOVER.txt
├── environments/
│   ├── dev/      app/ config/ logs/
│   ├── staging/  app/ config/ logs/
│   └── prod/     app/ config/ logs/
├── documents/    dev/ staging/ prod/        (30 დოკუმენტი, სახელი ID.txt)
├── incoming/     (დროებითი, ცარიელი ქვედირექტორიები წაიშალა)
├── releases/     v1/ v2/                    (VERSION.txt, site/index.html)
├── current  ->  releases/v2                 (სიმბოლური ბმული)
├── backups/      week1-backup.tar.gz, initial-environments/, initial-incoming/, config-before/
├── restore/      test/, returned/
├── reports/      paths.txt, inventory.txt, document-map.txt, errors.log, prod-errors.log,
│                 log-summary.txt, services.txt, warn-error.log, checklist.txt
├── transfer/     (აქ ბრუნდება არქივი Mint-იდან)
└── playground/   (საცდელი ექსპერიმენტები)

გვერდები

გვერდი რა არის შიგნით
ბრძანებების ცნობარი 🔴 ზეპირად: ბრძანებების, ოპერატორების და უფლებების ცხრილები
დღე 1 - დღე 7 42 თასქი ბრძანებებით, მიზეზით და შემოწმებით
შეცდომების კატალოგი რა მოხდა სინამდვილეში და როგორ გავასწორეთ
დაცვა 12 თემა მოკლე პასუხებით და ჩაბარების სია
თვითშემოწმება 24 კითხვა და პასუხები
ქვიზი ტესტი ამ მასალაზე (Quiz Hub)

შემდეგი: ბრძანებების ცნობარი