პრობლემების ცნობარი¶
რეალური პრობლემები, რომლებიც კურსის განმავლობაში შეგვხვდა: სიმპტომი, მიზეზი და გამოსწორება. პირველი ჩანაწერი ყველაზე ხშირად დაგვჭირდება, ამიტომ დეტალურად არის აღწერილი.
⏰ VM-ის საათი ჩამორჩება: apt-ის შეცდომა „not valid yet“¶
ეს განმეორდება, როცა ლეპტოპს დააძინებ ან VirtualBox-ის VM შეჩერდება და მერე გააგრძელებ. თუ apt update უცნაურ შეცდომას წერს ან სერტიფიკატები „ჯერ არ არის ვალიდური“, პირველ რიგში საათი შეამოწმე.
flowchart TD
A["ლეპტოპი სძინავს<br>ან VM შეჩერებულია"] --> B["VM-ის საათი ჩერდება"]
B --> C["გაღვიძების შემდეგ საათი<br>ძველ დროზეა: ათეულობით წუთით<br>ან საათებით ჩამორჩება"]
C --> D["chronyd ნელა ასწორებს<br>(slew), დღეები დასჭირდება"]
C --> E["apt: Release file is not valid yet<br>TLS: certificate not yet valid"]
E --> F["sudo chronyc makestep<br>საათი ახლავე გასწორდა"]
F --> G["apt update მუშაობს"]
D -.->|"მუდმივი გამოსწორება"| H["makestep 1 -1<br>/etc/chrony/conf.d/"]
სიმპტომი¶
$ sudo apt update
Get:2 http://ge.archive.ubuntu.com/ubuntu resolute-updates InRelease [137 kB]
Error: Release file for http://ge.archive.ubuntu.com/ubuntu/dists/resolute-updates/InRelease
is not valid yet (invalid for another 6min 42s). Updates for this repository will not be applied.
Error: Release file for http://security.ubuntu.com/ubuntu/dists/resolute-security/InRelease
is not valid yet (invalid for another 6min 12s). ...
apt უარს ამბობს იმ ფაილზე, რომლის თარიღი VM-ის საათზე წინ არის: უსაფრთხოების მიზნით „მომავლიდან“ მოსულ ხელმოწერებს არ ენდობა. შედეგად პაკეტები არ განახლდება (apt upgrade 11 განახლებას ვერ იღებდა).
დიაგნოზი¶
$ timedatectl
Local time: Mon 2026-11-16 01:18:42 +04
Universal time: Sun 2026-11-15 21:18:42 UTC
RTC time: Sun 2026-11-15 21:12:37
System clock synchronized: no
NTP service: active
$ chronyc tracking | head -n 6
Reference ID : B97DBE7A (ntp-nts-2.ps5.canonical.com)
Stratum : 3
Ref time (UTC) : Mon Nov 16 07:52:11 2026
System time : 38032.199218750 seconds slow of NTP time
System clock synchronized: no | საათი NTP-სთან სინქრონიზებული არ არის, თუმცა NTP service: active ჩართულია |
| System time: 38032 seconds slow | VM-ის საათი ~10.5 საათით ჩამორჩება რეალურ დროს (ამ დროს Local time 01:18 იყო, რეალურად კი 11:52) |
| RTC time | ვირტუალური აპარატის „აპარატული“ საათიც ჩამორჩებოდა |
„6 წუთი“ ≠ ჩამორჩენის ზომა
apt წერს, რომ ფაილი „ჯერ არ არის ვალიდური (6min 42s)“, მაგრამ ეს რიცხვი მხოლოდ იმას ზომავს, რამდენით უსწრებს სარკის ბოლო განახლების დრო VM-ის საათს. რეალური ჩამორჩენა გაცილებით დიდი იყო (38032 წამი). ზუსტი სიდიდე chronyc tracking-ში (System time) ჩანს, apt-ის შეტყობინებას მასზე არ ვენდობით.
მიზეზი¶
- ლეპტოპის ძილის ან VM-ის პაუზის დროს VM-ის საათი არ მიდის. გაღვიძებისას ის ძველ დროზე დგას.
chronydდიდ გადახრას თავისით ასწორებს მხოლოდ ნელა (დროის სიჩქარის მცირე ცვლილებით), 10 საათის გასწორებას დღეები მოუნდებოდა. ნაგულისხმევად საათს ერთბაშად „გადახტუნებს“ მხოლოდ დაწყებისას, პირველი სამი განახლებისას (makestep 1 3).
გამოსწორება¶
makestep ბრძანებას chronyd-ს ეუბნება: ახლავე გაასწორე საათი. ამის შემდეგ sudo apt update მუშაობს.
მუდმივი გამოსწორება (გაშვებულია)¶
makestep 1 -1 ნიშნავს: თუ გადახრა 1 წამზე მეტია, ყოველთვის ახლავე გასწორდეს (მეორე რიცხვი არის ასეთი მცდელობების ლიმიტი, -1 = შეუზღუდავი; ნაგულისხმევი 3 მხოლოდ პირველ სამ განახლებას ითვალისწინებს). VM-ისთვის, რომელიც ხშირად ჩერდება, ეს უსაფრთხოა. შემოწმება: რეალური შედეგი:
System clock synchronized: yes. ფაილი conf.d/-შია და არა chrony.conf-ში, ამიტომ chrony-ის პაკეტის განახლება მას არ გადააწერს.
რას აზიანებს ჩამორჩენილი საათი¶
| რა | შედეგი |
|---|---|
apt update / upgrade |
არ მუშაობს („not valid yet“) |
| TLS სერტიფიკატები | შეიძლება „ჯერ არ არის ვალიდური“ გამოჩნდეს |
| ლოგების და ფაილების დრო | ჩანაწერებს არასწორი დრო აქვს (ჩვენს ზოგ გამოტანაში 2026-11-15 23:xx რეალურად ~10 საათით უფრო გვიანია) |
cron |
ამოცანა მაშინ გაეშვება, როცა VM-ის საათი მიაღწევს დროს, ამიტომ 03:00 backup შეიძლება გამოგვრჩეს |
fail2ban, find -mtime, journalctl --since |
დროზე დამოკიდებული ლოგიკა არასწორად მუშაობს |
| საათის უცებ წინ გადახტომა | cron-ის დაგვიანებულ ამოცანებს შეიძლება ერთბაშად გაუშვას |
პროფილაქტიკა¶
- ლეპტოპის ძილიდან გაღვიძების შემდეგ, თუ
apt-ის ან TLS-ის უცნაური შეცდომა ჩანს:timedatectlდაchronyc tracking. makestep 1 -1კონფიგში (ზემოთ), რომ საათი თავისით გასწორდეს.
სხვა რეალური პრობლემები (ერთ ადგილას)¶
| სიმპტომი | მიზეზი და გამოსწორება | სად არის აღწერილი |
|---|---|---|
Permission denied ან პაროლს ითხოვს SSH-ზე |
Electerm ~/.ssh/-ს არ კითხულობს, key ხელით უნდა მიეთითოს; sshd_config.d/50-cloud-init.conf შეიძლება პაროლით შესვლას აბრუნებდეს |
Task 4 |
| backup სკრიპტი პაროლს ითხოვს (cron-ში) | ~/.pgpass (chmod 600) და pg_dump -w |
Task 11 |
journalctl _COMM=sshd ცარიელია |
ახალ Ubuntu-ზე პროცესი sshd-session-ია; lastb არ არსებობს |
Task 13 |
no configuration file provided |
docker compose უნდა გაეშვას ~/docker-app-იდან ან -f დროშით |
Task 15 |
Adminer: password authentication failed |
Postgres პაროლს მხოლოდ volume-ის პირველად შექმნაზე იღებს | Task 15 |
app.test 200 OK-ს აბრუნებს, მაგრამ mgawm-ს აჩვენებს |
proxy-ს server ბლოკი არ იყო ჩართულ ფაილში; შეადარე <title> და Content-Length |
Task 16 |
curl: (7) 443-ზე, ss ცარიელი |
ssl_certificate ხაზები არასწორ server ბლოკში ჩაჯდა |
Task 17 |
unknown directive "sudo" / "EOFserver" nginx-ში |
sudo tee ... <<EOF ბრძანება nano-ში ჩაიწერა ტექსტად |
Task 17 |
Author identity unknown; ბრენჩი master |
git config git init-მდე უნდა გაეშვას |
Task 18 |
deploy.sh-ის შემდეგ გვერდი ძველია |
bind-mount ფაილის ცვლილებას up -d ვერ ამჩნევს: restart web |
Task 19 |
ps aux-ის პირველი ხაზი თავად ps-ია (150% CPU) |
ახლადგაშვებული პროცესის პროცენტი მცდარია | Task 20 |
docker system df: RECLAIMABLE 99% |
შეცდომაში შემყვანია; წაშალე კონკრეტული იმიჯი, prune -a არა |
Task 21 |
fail2ban: Journal matches ... _COMM=sshd |
კონფიგის გამოტანა საკმარისი არ არის, Total failed-ით ვამოწმებთ რეალურად |
Task 23 |
apt: Waiting for cache lock ... held by unattended-upgr |
unattended-upgrades ფონზე აყენებს პაკეტებს და dpkg-ის საკეტი ეკავა: apt თვითონ დაელოდება, არ გააჩერო |
Task 23 |
Electerm sync: 404 Not Found; handshake timeout |
Gist ID არასწორი; ტელეფონზე 100.x, არა 192.168.56.10 |
ტელეფონიდან წვდომა |