დღე 1: შესვლა და გარემოს გაცნობა¶
Task 01: პირველი შესვლა¶
- ✅ ექვსივე ინფორმაცია მივიღეთ (მომხმარებელი, hostname, მიმდინარე დირექტორია, home, დისტრიბუცია, kernel). ჩვენს ლაბში: Ubuntu 26.04.1 LTS, kernel7.0.0-43-generic.
- 💡 ახსნა: კლიენტი არის ჩემი კომპიუტერი (ტერმინალი), სერვერი არის VM. ბრძანება სერვერზე სრულდება, კლიენტს მხოლოდ შედეგი ბრუნდება.
Task 02: გასაღებით შესვლა¶
ssh-keygen -t ed25519 -f ~/.ssh/linuxlab_ed25519 -C "linux-week1-lab"
ssh-copy-id -i ~/.ssh/linuxlab_ed25519.pub <user>@<vm-ip>
ssh -i ~/.ssh/linuxlab_ed25519 <user>@<vm-ip>
~/.ssh/config-ში ბოლოში დამატება (ჯერ ასლი!):
cp ~/.ssh/config ~/.ssh/config.bak
cat >> ~/.ssh/config <<'EOF'
# linux-week1 lab VM
Host linuxlab
HostName <vm-ip>
User <user>
IdentityFile ~/.ssh/linuxlab_ed25519
IdentitiesOnly yes
EOF
ssh linuxlab
ssh-keygen -lf ~/.ssh/linuxlab_ed25519.pub # კლიენტზე
ssh-keygen -lf ~/.ssh/authorized_keys # სერვერზე: უნდა ემთხვეოდეს
ssh linuxlab პაროლის გარეშე (passphrase-ით) შეგვიყვანა; მეორე ტერმინალითაც შევედით.
- 💡 ახსნა: პირადი გასაღები რჩება ჩემს (კლიენტის) კომპიუტერზე და არავის ეძლევა. საჯარო გასაღები სერვერზე დევს (authorized_keys). სერვერი გამოწვევას უგზავნის, კლიენტი პირადი გასაღებით ხელს აწერს და სერვერი საჯაროთი ამოწმებს. პირადი გასაღები გზაში არ გადის.
- ⚠️ >> ორჯერ გავუშვით და Host linuxlab ორჯერ ჩაიწერა. გამოვასწორეთ cp config.bak config და ერთხელ დამატებით. >> ყოველ გაშვებაზე ამატებს.
- ⚠️ ~/.ssh/ ორივე კომპიუტერზე არსებობს, მაგრამ config მხოლოდ კლიენტზეა.
Task 03: ორი სესია¶
mkdir linux-week1 && cd linux-week1
echo "hello from linux-week1" > hello.txt
# მეორე სესიიდან:
cat ~/linux-week1/hello.txt
exit-ის შემდეგ ფაილი დარჩა.
- 💡 ახსნა: სესია არის კავშირი + shell პროცესი. ფაილი დისკზეა, ამიტომ ორივე სესია ერთსა და იმავე ფაილურ სისტემას ხედავს და სესიის დახურვა ფაილს არ შლის.
- 💡 > ამ შემთხვევაში ფაილს ქმნის (თუ არ არსებობს). touch ზედმეტი იყო.
Task 04: სისტემის მდგომარეობა¶
cd ~/linux-week1
echo "== User ==" > system-info.txt; whoami >> system-info.txt
echo "== Hostname ==" >> system-info.txt; hostname >> system-info.txt
echo "== OS ==" >> system-info.txt; cat /etc/os-release >> system-info.txt
echo "== Kernel ==" >> system-info.txt; uname -r >> system-info.txt
echo "== Disk free ==" >> system-info.txt; df -h >> system-info.txt
echo "== Folder size ==" >> system-info.txt; du -sh ~/linux-week1 >> system-info.txt
ps aux | grep bash
echo $$
echo $$ გვაძლევს ჩვენი shell-ის PID-ს, რომელიც ps-ში ჩანს.
- 💡 ახსნა: თავისუფალი ადგილი = დისკზე დარჩენილი სივრცე (ჩვენს ლაბში /dev/sda2: 25G სულ, 16G თავისუფალი). საქაღალდის ზომა = რამდენს იკავებს ეს საქაღალდე. პროცესი = გაშვებული პროგრამა (საკუთარი PID-ით); ყოველ SSH სესიას თავისი bash პროცესი აქვს.
- ⚠️ ps aux | grep bash თვითონ grep-საც აჩვენებს.
Task 05: ფაილური სისტემის დათვალიერება¶
| დირექტორია | დანიშნულება | |---|---| | 🔴/etc | სისტემური კონფიგურაცია (მაგ. /etc/nginx/) |
| 🔴 /var | ცვალებადი მონაცემები: ლოგები (/var/log), ბაზები |
| 🔴 /tmp | დროებითი ფაილები (იწმინდება) |
| 🔴 /usr | დაყენებული პროგრამები, ბიბლიოთეკები (/usr/bin) |
| 🔴 /home | მომხმარებლის პირადი ფაილები (~) |
- 💡 რატომ ვმუშაობთ საკუთარ home-ში: იქ მე ვარ მფლობელი, ამიტომ sudo არ მჭირდება და სისტემას ვერ დავაზიანებ.
- ✅ ყველა დირექტორია უპრობლემოდ დავათვალიერეთ, წვდომის პრობლემა არ გვქონია.
Task 06: ონლაინ მაღაზიის სქემა (system-map.txt)¶
sequenceDiagram
participant B as Browser
participant D as DNS
participant S as Server
participant A as Application
participant DB as Database
B->>D: shop.example-ის IP?
D-->>B: IP მისამართი
B->>S: HTTPS მოთხოვნა
S->>A: გადაცემა
A->>DB: მონაცემების კითხვა
DB-->>A: მონაცემები
A-->>S: პასუხი
S-->>B: HTTPS პასუხი (გვერდი)
- 🔴 DNS თარგმნის დომენს IP მისამართად. ცალკე მოთხოვნაა (browser ჯერ DNS-ს ეკითხება, მერე უკავშირდება სერვერს).
- 🔴 HTTP არის მოთხოვნა-პასუხის პროტოკოლი (დაუშიფრავი). HTTPS იგივეა, დაშიფრული (TLS) და სერტიფიკატით ამოწმებს სერვერის ვინაობას.
- 🔴 Development ქმნის აპლიკაციას, Operations უზრუნველყოფს მის გაშვებას და მუშაობას, DevOps მათ ათანამშრომლებს და ავტომატიზაციას (CI/CD) ამატებს: უწყვეტი ციკლია.
- 🔴 რატომ არ ნიშნავს SSH-ის შესვლა, რომ საიტი მუშაობს: SSH ამოწმებს მხოლოდ იმას, რომ სერვერი ჩართულია და შესვლა შემიძლია. საიტი კი დამოკიდებულია web სერვერზე, აპლიკაციაზე, ბაზაზე, firewall-ზე, DNS-ზე, სერტიფიკატზე. მაგ.: SSH მუშაობს, მაგრამ Nginx გაჩერებულია: საიტი არ იხსნება.
წინა: ბრძანებების ცნობარი · შემდეგი: დღე 2