🧠 პრაქტიკული დავალების წესები¶
🏫 აუდიტორიის წესები¶
Info
- ⏱ პრაქტიკული დავალების შესრულების დროს არ უნდა აგვიანებდეთ ლექციაზე
- 📧 ელფოსტაზე წვდომა უნდა გქონდეთ უპრობლემოდ
- 🏫 გაწევრიანებული უნდა იყოთ გუგლის საკლასო ოთახში
- 📱 ტელეფონები უნდა იყოს განთავსებული მაგიდის მარჯვენა ზემო კუთხეში, ისე რომ ჩანდეს კარგად
- 🖥️ აუდიტორიაში სამუშაო პროცესში კომპიუტერის მონიტორი უნდა იყოს დაკვირვებისთვის შესაბამის პოზიციაში
📤 დავალება და ატვირთვა¶
Info
- 👥 თითო ჯგუფზე წარმოდგენილია 2 ვარიანტი
- 🎲 ვარიანტის მინიჭება სტუდენტზე ხდება შემთხვევითობის პრინციპით
- 🕒 ამოცანა უნდა შესრულდეს წინასწარ განსაზღვრულ დროში და ატვირთული იყოს გუგლის საკლასო ოთახში
- ⏳ ასატვირთად დაიტოვეთ მინიმუმ 3 წუთი
- 💾 ასატვირთი ფაილი უნდა იყოს მხოლოდ
.pyგაფართოების - 📝 ფაილს დააწერეთ სახელი ფორმატით:
saxeli_gvari_praqtikuli1(ან 2, 3 და ა.შ.)
✅ შეფასების კრიტერიუმები¶
Note
- 💬 კომენტარების არსებობა
- 🧩 ლოგიკის სისწორე
- ⚙️ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა
- 🧹 კოდის სისუფთავე და სტრუქტურირებულობა (შესაფერისი შეწევა, ცვლადების გასაგები სახელები)
- 🕒 დავალების დროულად შესრულება და ატვირთვა
- 🔄 კოდის გამეორებადობა (როცა საჭირო ხდება ფუნქციების გამოყენება)
- 🧠 ამოცანის სწორი გაგება და მოთხოვნების დაცვა
- 🧮 ეფექტურობა — ამოცანის გადაწყვეტა ოპტიმალური გზით
- 💡 შემოქმედებითი მიდგომა ან დამატებითი ფუნქციონალი (ბონუს ქულები)
⚠️ დამატებითი პირობები¶
გაფრთხილება
- 💡 ისეთი მეთოდების გამოყენება, რაც არ გვისწავლია ლექციაზე → შეფასება ნახევრდება
- ⭐ თუ დამატებით გამოყენებულია დამოუკიდებლად ნასწავლი მიდგომა → ბონუს შეფასება
###############################################################
# მაგალითად ვისწავლეთ
print("Hello")
# არ გვისწავლია და მხოლოდ ამ ფორმით თუ ატვირთავთ
def hello_world():
print("Hello, World!")
hello_world()
# გაკლდებათ შეფასება --
###############################################################
# მაგრამ თუ ორივენაირად დაწერთ:
# ამოცანის ამოხსნა ლექციაზე ნასწავლით
print("Hello")
# ამოცანის ამოხსნა დამატებით დამოუკიდებლად ნასწავლი მეთოდით
def hello_world():
print("Hello, World!")
hello_world()
# ბონუს შეფასება ++
❌ საშიშია¶
Danger
- ❌ ფაილების ერთმანეთთან გაზიარების შემთხვევაში ნაშრომები განულდება
- 🚫 ფაილის ატვირთვის შემდეგ მისი ჩამოტვირთვა ან შეცვლა აკრძალულია