Reverse Proxy Configuration
Task 16 — Reverse Proxy Configuration
გვერდის ვერსიები
ქვემოთ ჯერ წინა ვერსიაა (ძველი VM, ერთი საიტი 80-ზე, Adminer 8081 პორტით). გვერდის ბოლოს არის განახლებული ვერსია ახალი სქემით: ცალკე hostname (app.test), mgawm საიტის შენარჩუნებით და დახურული Docker-ის პორტით.
არქიტექტურა¶
flowchart LR
subgraph BROWSER["🌐 Browser"]
U["User"]
end
subgraph HOST["🖥️ Host — devserver"]
NP["Nginx\nReverse Proxy\n:80"]
end
subgraph DOCKER["🐳 Docker Containers"]
NW["Nginx Alpine\nWeb Server\n:8080"]
AD["Adminer\nDB Panel\n:8081"]
end
U -->|"http://.../"| NP
U -->|"http://.../adminer/"| NP
NP -->|":80 → :8080"| NW
NP -->|":80 → :8081"| AD
ამ Task-მდე მომხმარებელს პორტის მითითება უწევდა (http://...:8080, http://...:8081). Reverse proxy-ით ყველაფერი სტანდარტულ 80 პორტზე ხელმისაწვდომია — URL path-ით განსხვავდება.
წინაპირობა¶
Docker app უნდა იყოს გაშვებული:
NAME IMAGE SERVICE STATUS PORTS
docker-app-adminer-1 adminer:latest adminer Up 19 minutes 0.0.0.0:8081->8080/tcp
docker-app-db-1 postgres:16-alpine db Up 19 minutes (healthy) 5432/tcp
docker-app-web-1 nginx:alpine web Up 19 minutes 0.0.0.0:8080->80/tcp
✅ სამივე სერვისი
Upსტატუსშია — შეგვიძლია გავაგრძელოთ.
Reverse Proxy კონფიგურაციის შექმნა¶
ეს არის Host-ის Nginx-ის კონფიგურაცია (არა Docker-ის შიგნით არსებული Nginx-ის). Host-ის Nginx იღებს მოთხოვნებს 80 პორტზე და გადამისამართებს შესაბამის Docker კონტეინერზე.
server {
listen 80;
server_name _;
location / {
proxy_pass http://127.0.0.1:8080;
proxy_set_header Host $host;
proxy_set_header X-Real-IP $remote_addr;
proxy_set_header X-Forwarded-For $proxy_add_x_forwarded_for;
proxy_set_header X-Forwarded-Proto $scheme;
}
location /adminer/ {
proxy_pass http://127.0.0.1:8081/;
proxy_set_header Host $host;
proxy_set_header X-Real-IP $remote_addr;
proxy_set_header X-Forwarded-For $proxy_add_x_forwarded_for;
}
}
კონფიგურაციის განმარტება¶
server_name _; — ნებისმიერ hostname-ზე მოსულ მოთხოვნას დაამუშავებს (wildcard).
location / — მთავარ გვერდზე მოსული მოთხოვნა გადამისამართდება Docker-ის Nginx კონტეინერზე (127.0.0.1:8080).
location /adminer/ — /adminer/ path-ით მოსული მოთხოვნა გადამისამართდება Adminer კონტეინერზე (127.0.0.1:8081).
proxy_set_header ჰედერები:
| ჰედერი | დანიშნულება |
|---|---|
Host |
ორიგინალი hostname გადაეცემა backend-ს |
X-Real-IP |
კლიენტის რეალური IP (არა proxy-ის) |
X-Forwarded-For |
მოთხოვნის მთელი გზა (proxy chain) |
X-Forwarded-Proto |
ორიგინალი პროტოკოლი (http/https) |
💡 proxy_pass-ში trailing slash-ის მნიშვნელობა:
http://127.0.0.1:8081/(slash-ით) ნიშნავს რომ/adminer/pageგადამისამართდება როგორც/page— ანუ path prefix-ი მოიჭრება. ეს Adminer-ის სწორად მუშაობისთვის აუცილებელია.
საიტის ჩართვა¶
ძველი default კონფიგურაციის წაშლა და ახალის ჩართვა symbolic link-ით:
💡 Nginx-ის
sites-available/sites-enabledსტრუქტურა Debian/Ubuntu-ს სპეციფიკაა.sites-available-ში ინახება ყველა კონფიგურაცია,sites-enabled-ში კი symlink-ები — მხოლოდ აქტიური საიტების.
კონფიგურაციის შემოწმება და გამოყენება¶
ჯერ ვამოწმებთ სინტაქსს:
nginx: the configuration file /etc/nginx/nginx.conf syntax is ok
nginx: configuration file /etc/nginx/nginx.conf test is successful
შემდეგ ვრესტარტავთ Nginx-ს:
⚠️ ყოველთვის გაუშვით
nginx -tრესტარტამდე. თუ კონფიგურაციაში შეცდომაა და პირდაპირrestart-ს გააკეთებთ, Nginx ვერ ჩაირთვება და საიტი დაეცემა.
k@devserver:~/docker-app$ sudo nginx -t
nginx: the configuration file /etc/nginx/nginx.conf syntax is ok
nginx: configuration file /etc/nginx/nginx.conf test is successful
Nginx-ის გადატვირთვა
Docker app რომ გაშვებულია, შეამოწმე:
k@devserver:~/docker-app$ cd ~/docker-app
k@devserver:~/docker-app$ docker compose ps
NAME IMAGE COMMAND SERVICE CREATED STATUS PORTS
docker-app-adminer-1 adminer:latest "entrypoint.sh docke…" adminer 19 minutes ago Up 19 minutes 0.0.0.0:8081->8080/tcp, [::]:8081->8080/tcp
docker-app-db-1 postgres:16-alpine "docker-entrypoint.s…" db 19 minutes ago Up 19 minutes (healthy) 5432/tcp
docker-app-web-1 nginx:alpine "/docker-entrypoint.…" web 19 minutes ago Up 19 minutes 0.0.0.0:8080->80/tcp, [::]:8080->80/tcp
k@devserver:~/docker-app$
Terminal-იდან (curl)
<!DOCTYPE html>
<html lang="ka">
<head>
<meta charset="UTF-8">
<meta name="viewport" content="width=device-width, initial-scale=1.0">
<title>Docker App</title>
<style>
* { margin: 0; padding: 0; box-sizing: border-box; }
body {
font-family: 'Segoe UI', sans-serif;
background: #0f172a;
color: #e2e8f0;
min-height: 100vh;
display: flex;
align-items: center;
justify-content: center;
}
.card {
background: #1e293b;
border-radius: 16px;
padding: 2.5rem;
max-width: 500px;
width: 90%;
box-shadow: 0 20px 60px rgba(0,0,0,0.5);
text-align: center;
}
h1 { font-size: 1.8rem; margin-bottom: 0.5rem; }
.emoji { font-size: 3rem; margin-bottom: 1rem; }
.services {
margin: 1.5rem 0;
text-align: left;
}
.service {
display: flex;
align-items: center;
gap: 0.75rem;
padding: 0.8rem 1rem;
margin: 0.5rem 0;
background: #0f172a;
border-radius: 10px;
}
.dot {
width: 12px; height: 12px;
background: #22c55e;
border-radius: 50%;
box-shadow: 0 0 8px rgba(34,197,94,0.5);
}
.btn {
display: inline-block;
margin-top: 1.5rem;
padding: 0.7rem 1.5rem;
background: #3b82f6;
color: #fff;
text-decoration: none;
border-radius: 10px;
font-weight: 600;
transition: background 0.2s;
}
.btn:hover { background: #2563eb; }
.footer { margin-top: 1.5rem; font-size: 0.8rem; color: #64748b; }
</style>
</head>
<body>
<div class="card">
<div class="emoji">🐳</div>
<h1>Docker App Running!</h1>
<p>Nginx + PostgreSQL + Adminer</p>
<div class="services">
<div class="service">
<div class="dot"></div>
<span><strong>Nginx</strong> — Web Server (port 8080)</span>
</div>
<div class="service">
<div class="dot"></div>
<span><strong>PostgreSQL 16</strong> — Database</span>
</div>
<div class="service">
<div class="dot"></div>
<span><strong>Adminer</strong> — DB Management</span>
</div>
</div>
<a href="/adminer/" class="btn">Open Adminer (DB Panel)</a>
<div class="footer">
Task 15 — Containerized Application ✅
</div>
</div>
</body>
</html>
✅ 80 პორტზე მოთხოვნამ Docker-ის Nginx კონტეინერიდან (8080) დააბრუნა HTML გვერდი.
Browser-იდან¶
| URL | შედეგი |
|---|---|
http://192.168.56.101/ |
Docker web app-ის გვერდი |
http://192.168.56.101/adminer/ |
Adminer DB მართვის პანელი |
✅ ორივე მუშაობს სტანდარტულ 80 პორტზე — პორტის მითითება აღარ არის საჭირო.
Reverse Proxy-ის კონცეფცია¶
Reverse proxy არის სერვერი რომელიც კლიენტის მოთხოვნებს იღებს და უკანა (backend) სერვერ(ებ)ზე ანაწილებს. კლიენტი არ იცის backend-ების არსებობის შესახებ — მხოლოდ proxy-ს ხედავს.
რატომ გვჭირდება¶
- პორტების დამალვა — მომხმარებელი აღარ ხედავს
:8080,:8081პორტებს - ერთიანი წვდომის წერტილი — ყველაფერი ერთ მისამართზე, URL path-ით განსხვავებით
- უსაფრთხოება — backend სერვისები მხოლოდ
127.0.0.1-ზე უსმენენ, გარედან პირდაპირ მიუწვდომელია - მომავალში — SSL/TLS termination, load balancing, caching ყველაფერი proxy-ის დონეზე კეთდება
ორი Nginx-ის თანაარსებობა¶
ამ კონფიგურაციაში ორი Nginx მუშაობს — ეს ხშირად დამაბნეველია:
Host-ის Nginx — reverse proxy-ის როლში, მოთხოვნებს ანაწილებს. Docker-ის Nginx — web server-ის როლში, სტატიკურ ფაილებს ასერვირებს. პროდაქშენში ეს ორი ხშირად ერთდება ერთ Nginx-ში, მაგრამ სასწავლო მიზნით ცალ-ცალკე კარგად აჩვენებს proxy-ისა და web server-ის განსხვავებას.
განახლებული ვერსია: app.test virtual host და დახურული Docker-ის პორტი¶
ახალ VM-ზე (myubuntuserver, 192.168.56.10) სიტუაცია შეიცვალა და ძველი სქემა აღარ გამოდგება:
- VM-ის Nginx-ი 80-ზე უკვე ემსახურება mgawm საიტს (Task 9) და ძველი კონფიგურაცია, რომელიც default-ს ანაცვლებდა და location /-ს Docker-ზე გადამისამართებდა, ამ საიტს გააქრობდა
- Adminer-ს (Task 15-ის უსაფრთხო ვერსიაში) პორტი აღარ აქვს (8081 აღარ არსებობს), /adminer/-ს Docker-ის Nginx თავად ამუშავებს
გამოსავალი: მოთხოვნებს Nginx hostname-ით ანაწილებს (name-based virtual host). mgawm რჩება ნაგულისხმევ საიტად, app.test კი Docker-ზე გადადის.
სქემა¶
flowchart LR
U["🌐 Browser"] -->|"Host: app.test"| N1
U -->|"192.168.56.10"| N1
subgraph VM["🖥️ VM — myubuntuserver"]
N1["Nginx (host)<br/>:80"]
S["/var/www/mgawm<br/>სტატიკური საიტი"]
subgraph DOCKER["🐳 Docker"]
N2["Nginx (container)<br/>127.0.0.1:8080"]
AD["Adminer"]
DB["PostgreSQL"]
end
end
N1 -->|"სხვა hostname"| S
N1 -->|"app.test → proxy_pass"| N2
N2 -->|"/adminer/"| AD
AD --> DB
ჯაჭვი: browser → VM-ის Nginx → Docker-ის Nginx → Adminer → PostgreSQL. VM-ის Nginx-ი ერთადერთი შესასვლელია. 1. Proxy-ს კონფიგურაცია¶
server {
listen 80;
listen [::]:80;
server_name app.test;
location / {
proxy_pass http://127.0.0.1:8080;
proxy_set_header Host $host;
proxy_set_header X-Real-IP $remote_addr;
proxy_set_header X-Forwarded-For $proxy_add_x_forwarded_for;
proxy_set_header X-Forwarded-Proto $scheme;
}
}
server_name app.test | Nginx ამ ბლოკს იყენებს მხოლოდ მაშინ, როცა მოთხოვნის Host ჰედერი app.test-ია. დანარჩენი მოთხოვნები (მაგალითად 192.168.56.10) mgawm-ს მიდის |
| proxy_pass http://127.0.0.1:8080 | Docker-ის კონტეინერი VM-ის შიგნით 8080-ზე უსმენს |
| Host $host | ორიგინალი hostname გადაეცემა backend-ს |
| X-Real-IP, X-Forwarded-For | backend-მა იცის კლიენტის რეალური IP (და არა proxy-ის) |
| X-Forwarded-Proto | backend-მა იცის, პირვანდელი პროტოკოლი http იყო თუ https |
| /adminer/ ცალკე location არ გვაქვს | Docker-ის Nginx-ი /adminer/-ს თავად გადასცემს Adminer-ს, ამიტომ VM-ის Nginx-ს ორმაგი წესი არ სჭირდება |
2. ჩართვა¶
mgawm და სხვა ჩართული საიტი არ წაშალო. უნდა დაწეროს
syntax is ok და test is successful. რომელი საიტია ნაგულისხმევი
როცა Host არც ერთ server_name-ს არ ემთხვევა, Nginx პირველ ბლოკს იყენებს. sites-enabled/ ანბანის რიგით იკითხება: docker-proxy ანბანით mgawm-მდეა, ამიტომ ის პირველი ბლოკი გამოდის. საიტის server_name _; ბლოკი (mgawm) რომ ნაგულისხმევი დარჩეს, ორივე listen ხაზში დაუმატე default_server: listen 80 default_server; და listen [::]:80 default_server;. ამის შემდეგ 192.168.56.10 ყოველთვის mgawm-ს აჩვენებს.
3. ტესტი VM-ში (Host ჰედერით, hostname-ის გარეშე)¶
რეალური შედეგი: $ curl -s -H "Host: app.test" http://localhost/ | head -n 5
<!DOCTYPE html>
<html lang="ka">
<head>
<meta charset="UTF-8">
<title>Docker App</title>
<title>Docker App</title> ნიშნავს, რომ პასუხი Docker-ის აპიდან მოდის (proxy მუშაობს). mgawm-ის სათაური განსხვავებულია. Adminer Adminer proxy-ით: და
mgawm არ გაფუჭებულა: 4. Hostname-ის მიბმა შენს კომპიუტერზე¶
browser-მა app.test უნდა გადაწყვიტოს VM-ის IP-ზე. host-ზე:
-
http://app.test/ — Docker-ის აპლიკაცია, პორტის გარეშე
- http://app.test/adminer/ — Adminer
- http://192.168.56.10/ — mgawm (უცვლელი)
.test რეზერვირებული დომენია, რომელიც ინტერნეტში არასოდეს გამოიყენება, ამიტომ ლოკალური ტესტისთვის უსაფრთხოა. .local არ ავიღეთ, რადგან Linux-ზე mDNS-თან კონფლიქტობს და ნელა იხსნება.
5. გამაგრება: Docker-ის პორტის დახურვა¶
ამჟამად აპლიკაცია ორი გზით ჩანს: proxy-ით და პირდაპირ :8080-ზე. რეალურ სერვერზე გარედან მხოლოდ proxy უნდა იყოს მისაწვდომი. ~/docker-app/docker-compose.yml-ში web-ის ports შეცვალე:
127.0.0.1: პორტს მხოლოდ VM-ის შიგნით ტოვებს. ამის შემდეგ http://192.168.56.10:8080/ აღარ უნდა პასუხობდეს, http://app.test/ კი მუშაობს. რეალური შედეგი VM-ში (docker compose ps):
docker-app-web-1 nginx:alpine ... Up 16 seconds 127.0.0.1:8080->80/tcp
docker-app-adminer-1 adminer:latest ... Up 4 minutes 8080/tcp
docker-app-db-1 postgres:16-alpine Up 4 minutes (healthy) 5432/tcp
$ curl -I http://app.test/
HTTP/1.1 200 OK
Content-Length: 599
$ curl -s http://app.test/ | grep -i "<title>"
<title>Docker App</title>
$ curl -s http://192.168.56.10/ | grep -i "<title>"
<title>მოდი! გეძახი ათას წლის მერე</title>
$ curl -I --max-time 3 http://192.168.56.10:8080/
curl: (28) Connection timed out after 3002 milliseconds
app.test პორტის გარეშე მუშაობს, პირდაპირი :8080 კი დახურულია (timeout). ტესტი გაიარა. რატომ არ გვყოფნის UFW
Docker-ის გამოქვეყნებული პორტი UFW-ს წესებს გვერდს უვლის (Task 15), ამიტომ firewall-ით 8080 ვერ დაიხურება. ერთადერთი სწორი გზა პორტის 127.0.0.1-ზე მიბმაა.
თუ არ მუშაობს¶
| სიმპტომი | შესაძლო მიზეზი |
|---|---|
502 Bad Gateway |
Docker კონტეინერი არ მუშაობს ან პორტი არასწორია: docker compose ps (ნაბიჯი 5-ის შემდეგ უნდა ჩანდეს 127.0.0.1:8080->80/tcp) |
app.test არ იხსნება browser-ში |
/etc/hosts-ის ხაზი არ არის ან არასწორია: ping app.test |
app.test გიჩვენებს mgawm-ს |
server_name ან Host არ ემთხვევა: sudo nginx -T \| grep server_name |
app.test პასუხობს, მაგრამ Content-Length და <title> mgawm-ისაა |
proxy-ს server ბლოკი ფაქტობრივად არ არის ჩართულ ფაილში. შეამოწმე cat -n /etc/nginx/sites-available/mgawm და ls -l /etc/nginx/sites-enabled/; curl -I მარტო სტატუსს გვაჩვენებს და ამას ვერ გამოავლენს, ამიტომ შეადარე <title> |
nginx -t ერორს წერს |
სინტაქსი: ;, {} ან server_name ხაზი |
ბონუსი: წვდომა ტელეფონიდან Tailscale-ით¶
სტატუსი
გატესტილია: ტელეფონიდან (Tailscale-ით) http://100.x.y.z/ ხსნის Docker-ის აპს.
რატომ: app.test მხოლოდ ჰოსტზე მუშაობს (/etc/hosts), ხოლო 192.168.56.10 Host-Only ქსელია და ტელეფონისთვის მიუწვდომელია. Tailscale ქმნის კერძო ქსელს (tailnet) მოწყობილობებს შორის, ინტერნეტში პორტის გახსნის გარეშე.
flowchart TD
P["ტელეფონი<br>Tailscale"] -->|"WireGuard, tailnet"| V["VM Tailscale IP 100.x<br>Nginx :80"]
V -->|"server_name app.test 100.x"| N["proxy_pass"]
N --> D["Docker 127.0.0.1:8080"]
გზა A (არჩეული): Tailscale VM-ზე¶
VM თვითონ ხდება tailnet-ის წევრი, ამიტომ ჰოსტზე მარშრუტიზაცია არ გვჭირდება.
tailscale up გამოიტანს ბმულს, ავტორიზაცია იმავე ანგარიშით, რაც ტელეფონზეა. Nginx-ში app.test ბლოკს დაუმატე VM-ის Tailscale IP:
http://100.x.y.z/. | გადაწყვეტილება | რატომ |
|---|---|
IP-ის დამატება server_name-ში |
ტელეფონმა app.test არ იცის და Nginx-ი Host header-ით არჩევს ბლოკს; IP-ით მოსული მოთხოვნა სხვაგვარად mgawm-ზე მოხვდებოდა |
| Tailscale VM-ზე და არა ჰოსტზე | 192.168.56.0/24 tailnet-ში არ ჩანს; ჰოსტზე subnet router (--advertise-routes, IP forwarding, ადმინ-დამტკიცება) უფრო რთულია |
| ახალი ufw წესი არ არის | 80 უკვე ღიაა (Task 7), ინტერნეტში არაფერი იხსნება |
რეალური შეცდომა ტესტირებისას
პირველი ტესტი 200 OK-ს აბრუნებდა და გავიფიქრეთ, რომ proxy მუშაობდა. სინამდვილეში app.test-ის ბლოკი mgawm ფაილში არ იყო და Nginx-ი ყველა Host-ზე default საიტს (mgawm) აბრუნებდა. განმასხვავებელი იყო Content-Length (3108 ნაცვლად 599) და <title>. გაკვეთილი: proxy-ს ტესტისას სტატუს კოდი არ კმარა, შეადარე გვერდის შიგთავსი.
რეალური შედეგი¶
SSH ტელეფონიდან (Electerm-ის sync-ით) აღწერილია ცალკე: ტელეფონიდან წვდომა.
$ tailscale ip -4
100.x.y.z
$ grep -n server_name /etc/nginx/sites-available/mgawm
4: server_name _;
17: server_name app.test 100.x.y.z;
31: server_name _;
$ sudo nginx -t && sudo systemctl reload nginx
nginx: configuration file /etc/nginx/nginx.conf test is successful
http://100.x.y.z/ აჩვენებს „Docker App“-ს, ანუ მოთხოვნა tailnet-ით VM-ის Nginx-ში მოდის და app.test-ის ბლოკზე მოხვდება. რატომ http
443-ის ბლოკი (Task 17) mgawm-ს აბრუნებს და სერტიფიკატი 192.168.56.10-ზეა გაცემული, ამიტომ Tailscale IP-ზე https გაფრთხილებას აჩვენებს და Docker-ის აპს არ გახსნის. ამ ბონუსში გამოიყენე http.