კონტენტზე გადასვლა

ბრძანებების ცნობარი

ყველა მნიშვნელოვანი ბრძანება, რომელიც Task 1-17-ში გამოვიყენეთ: რას აკეთებს და რატომ გვჭირდებოდა. ბრძანებები დაჯგუფებულია თემატურად. ბოლოში მოცემულია დიაგნოსტიკის სქემა: სიმპტომიდან პირველ ბრძანებამდე.

flowchart TD
    A["ქსელი და SSH<br>ip, ssh, ssh-copy-id"] --> B["უსაფრთხოება<br>ufw, chmod, sshd -t"]
    B --> C["სერვისები<br>systemctl, nginx -t"]
    C --> D["მონაცემები<br>psql, pg_dump, cron"]
    D --> E["კონტეინერები<br>docker compose"]
    E --> F["დიაგნოსტიკა<br>ss, curl, journalctl"]

1. ქსელი და დაკავშირება

ბრძანება რას აკეთებს რატომ
ip -4 a show enp0s8 აჩვენებს მხოლოდ IPv4 მისამართს ერთი ინტერფეისისთვის ვამოწმებთ, რომ Host-Only ინტერფეისმა სტატიკური 192.168.56.10 მიიღო
ip a ყველა ინტერფეისი და მისამართი პირველი ნაბიჯი ქსელის პრობლემისას: რომელი ინტერფეისია ჩართული
VBoxManage list hostonlyifs ჰოსტზე Host-Only ქსელების სია გავიგეთ, რომ vboxnet0 არის 192.168.56.1/24
sudo netplan try / sudo netplan apply try დროებით იყენებს კონფიგს და თუ არ დაადასტურე, უკან აბრუნებს; apply მუდმივად try გვიცავს გამოკეტვისგან, თუ YAML არასწორია
ping 192.168.56.10 ამოწმებს ხელმისაწვდომობას ჰოსტი ხედავს თუ არა VM-ს
ssh [email protected] დაკავშირება VM-თან ყოველდღიური წვდომა
ssh -v k@... დეტალური ლოგი აჩვენებს, რომელ key-ს ცდის და რატომ ითხოვს პაროლს
ssh-keygen -t ed25519 -C "k@hostpc" თანამედროვე key-ის წყვილის შექმნა პაროლის გარეშე უსაფრთხო შესვლისთვის
ssh-copy-id [email protected] public key-ს სერვერის authorized_keys-ში წერს ხელით კოპირების შეცდომების გარეშე

2. უსაფრთხოება და უფლებები

ბრძანება რას აკეთებს რატომ
sudo sshd -t SSH კონფიგის სინტაქსის შემოწმება რესტარტის გარეშე შეცდომიანი კონფიგით რესტარტი გამოგკეტავს სერვერიდან
sudo systemctl restart ssh SSH-ის გადატვირთვა ახალი წესები (PasswordAuthentication no) ამოქმედდეს
chmod 700 ~/.ssh მხოლოდ მფლობელს აძლევს წვდომას საქაღალდეზე SSH უარს ამბობს key-ზე, თუ უფლებები ზედმეტად ღიაა
chmod 600 ფაილი მხოლოდ მფლობელი კითხულობს/წერს authorized_keys, ~/.pgpass, selfsigned.key
sudo ufw allow 22 / 80 / 443 ფაირვოლის წესი მხოლოდ საჭირო პორტები უნდა იყოს ღია
sudo ufw status numbered წესები ნომრებით წესის წასაშლელად: sudo ufw delete N
sudo ufw status verbose ნაგულისხმევი პოლიტიკა (deny incoming) ვამოწმებთ, რომ დახურულია ყველაფერი, რაც არ გვინდა

Docker და UFW

Docker-ის გამოქვეყნებული პორტი UFW-ს გვერდს უვლის. ერთადერთი სწორი გზა 127.0.0.1:8080:80 მიბმაა (Task 15/16).

3. სერვისები და Nginx

ბრძანება რას აკეთებს რატომ
systemctl status nginx სერვისის მდგომარეობა და ბოლო ლოგები ჩართულია თუ არა და რა შეცდომა დაიწერა
sudo systemctl enable --now nginx ჩართვა ახლავე და ჩატვირთვისას სერვერის რესტარტის შემდეგაც იმუშავოს
sudo nginx -t კონფიგის სინტაქსის შემოწმება ყოველთვის reload-მდე: შეცდომა მუშა საიტს არ დაგვიზიანებს
sudo systemctl reload nginx კონფიგის ხელახლა წაკითხვა კავშირების გაწყვეტის გარეშე restart-ისგან განსხვავებით მომხმარებლებს არ აწყვეტს
sudo nginx -T აჩვენებს ამოქმედებულ სრულ კონფიგს ყველა ფაილიდან გამოავლინა, რომ app.test-ის ბლოკი სინამდვილეში არ იყო ჩართული
ln -s sites-available/X sites-enabled/ საიტის ჩართვა sites-available არის საწყობი, sites-enabled არის აქტიური
sudo ss -tlnp | grep :443 ვინ უსმენს პორტს nginx -t OK-ს გვეუბნება, მაგრამ ეს ამოწმებს, რომ პორტი რეალურად ღიაა
curl -I http://localhost/ მხოლოდ HTTP სათაურები სწრაფი შემოწმება: სტატუსი, ზომა, სერვერი
curl -I -H "Host: app.test" http://localhost/ ხელით Host სათაური virtual host-ის ტესტი DNS/hosts-ის გარეშე
curl -s URL | grep -i "<title>" გვერდის სათაურს იღებს განასხვავებს ორ საიტს, როცა 200 OK ორივეზე ერთია
curl -kI https://localhost/ -k სერტიფიკატის ნდობას არ ამოწმებს self-signed სერტიფიკატთან მუშაობისას
curl -vk https://... 2>&1 | grep ... TLS დეტალები (ვერსია, subject, ვადა) 2>&1 აუცილებელია, რადგან -v stderr-ზე წერს

ჩვენი გაკვეთილი

curl -I სტატუსს გვიჩვენებდა, მაგრამ ორ სხვადასხვა საიტს ვერ განასხვავებდა. Content-Length და <title> გვითხრა სიმართლე. რთულ შემთხვევაში nginx -T ამოქმედებულ ფაილს აჩვენებს და არა იმას, რასაც ვფიქრობთ, რომ ვწერთ.

4. ფაილების მართვა (სწრაფი ცვლილებები)

ბრძანება რას აკეთებს რატომ
sed -i 's|"8080:80"|"127.0.0.1:8080:80"|' ფაილი ტექსტის ჩანაცვლება ფაილში nano-ში ძებნის გარეშე ერთი ბრძანებით; | გამყოფია, რომ / არ დაგვჭირდეს
sudo sed -i '44,$d' ფაილი 44-ე ხაზიდან ბოლომდე წაშლა ფაილში შემთხვევით მოხვედრილი ნარჩენების მოსაშორებლად
cat -n ფაილი ხაზების ნომრებით შეცდომის ხაზი (mgawm:44) უშუალოდ პოულობ
grep -n 'ტექსტი' ფაილი ძებნა ხაზის ნომრით ვამოწმებთ, რომ ცვლილება ჩაიწერა
sudo tee ფაილი > /dev/null <<'EOF' ... EOF ტექსტის ჩაწერა root-ის ფაილში sudo არ მუშაობს >-ზე, tee კი root-ით წერს; 'EOF' ბრჭყალებით $ ცვლადებს არ ანაცვლებს

ხშირი შეცდომა

sudo tee ... <<EOF ტერმინალში უნდა გაეშვას და არა nano-ში. nano-ში მხოლოდ ფაილის შიგთავსი იწერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძანება ტექსტად მოხვდება ფაილში (unknown directive "sudo").

Tailscale (კერძო ქსელი მოწყობილობებს შორის)

ბრძანება რას აკეთებს რატომ
curl -fsSL https://tailscale.com/install.sh | sh აყენებს Tailscale-ს VM ხდება tailnet-ის წევრი
sudo tailscale up აკავშირებს ანგარიშთან (ბმულით ავტორიზაცია) ტელეფონი VM-ს პირდაპირ ხედავს
sudo tailscale up --ssh Tailscale SSH: შესვლა tailnet-ის იდენტობით, key-ების გარეშე (არჩეული არ არის, keys-only წესებს უვლის გვერდს) ალტერნატივა key-ზე დაფუძნებულ შესვლას
tailscale ip -4 მოწყობილობის 100.x.y.z მისამართი ამ IP-ს ვუთითებთ Nginx-ის server_name-ში

ტელეფონიდან წვდომა

სრული ინსტრუქცია Electerm-ის sync-ით და პრობლემებით: ტელეფონიდან წვდომა.

5. PostgreSQL, backup და cron

ბრძანება რას აკეთებს რატომ
sudo -u postgres psql შესვლა DB-ში postgres-ის სახით პირველადი დაყენება, როლებისა და DB-ს შექმნა
\du, \l, \dt როლები, ბაზები, ცხრილები psql-ის შიდა ბრძანებები: ვამოწმებთ, რა შევქმენით
psql -h localhost -U appuser app_db შესვლა აპლიკაციის იუზერით ვამოწმებთ პაროლით ავტორიზაციას
~/.pgpass (chmod 600) პაროლის შენახვა ფაილში სკრიპტი პაროლს არ ითხოვს და ბრძანების ხაზში არ ჩანს
pg_dump -w ბაზის ასლი, -w პაროლს არასოდეს ითხოვს cron-ს არავინ ჰყავს პაროლის ჩასაწერად, ამიტომ .pgpass გვჭირდება
tar -czf / tar -tzf დაარქივება / შიგთავსის ნახვა backup-ის შეკუმშვა და შემოწმება აღდგენამდე
crontab -e / crontab -l cron ამოცანების რედაქტირება / ნახვა ავტომატური backup
0 3 * * * ... ყოველდღე 03:00-ზე წუთი საათი დღე თვე კვირის-დღე; ღამით დატვირთვა დაბალია
>> log 2>&1 stdout და stderr ლოგში ემატება cron-ის შეცდომა თორემ უხილავია
timedatectl დროის სარტყელი cron სისტემის დროით მუშაობს (Asia/Tbilisi)
flock -n lock ბრძანება ერთდროულ გაშვებას ბლოკავს auto-deploy სკრიპტი ორჯერ არ გაეშვება

6. ლოგები და მონიტორინგი

ბრძანება რას აკეთებს რატომ
journalctl -u ssh SSH სერვისის ლოგები ახალ Ubuntu-ზე პროცესი sshd-session-ია, ამიტომ _COMM=sshd ცარიელს აბრუნებს
journalctl _COMM=sudo ყველა sudo გამოყენება აუდიტი: ვინ რა გაუშვა
journalctl -u nginx -n 50 --no-pager ბოლო 50 ხაზი სერვისის ჩავარდნის მიზეზი
sudo tail -f /var/log/auth.log ლოგის ცოცხალი ნახვა შესვლის მცდელობები რეალურ დროში
last -n 10 ბოლო შესვლები ვინ და საიდან შემოვიდა (wtmpdb-ზე დაფუძნებული)
grep "Failed password" /var/log/auth.log წარუმატებელი მცდელობები brute-force-ის ნიშანი

6a. რესურსების მონიტორინგი

ბრძანება რას აკეთებს რატომ
uptime მუშაობის დრო და load average (1/5/15 წთ) სწრაფი შეფასება: CPU ბირთვების რაოდენობასთან შედარებით (nproc)
free -h მეხსიერება ადამიანის ენაზე available სვეტი გვიჩვენებს რეალურად თავისუფალს
df -h / დისკის გამოყენება ივსება თუ არა დისკი
ps aux --sort=-%cpu | head პროცესები CPU-ს მიხედვით Top მომხმარებლები (ps თავადაც ჩანს, მისი პროცენტი არტეფაქტია)
ps aux --sort=-%mem | head პროცესები RAM-ის მიხედვით ვინ ჭამს მეხსიერებას
htop ინტერაქტიული მონიტორი (F6 სორტი, F5 ხე, F4 ფილტრი) ცოცხალი ხედი და პროცესის გაჩერება
docker stats --no-stream კონტეინერების CPU/RAM/ქსელი/დისკი htop კონტეინერებს ერთ პროცესად აჩვენებს
iostat -x 1 3 დისკის დეტალური სტატისტიკა, 3 ნიმუში %iowait და %util ამოწმებს დისკის დატვირთვას; პირველი ბლოკი საშუალოა
sudo iotop -oPa -b -n 3 -d 1 დისკის გამოყენება პროცესების მიხედვით ვინ წერს/კითხულობს (მხოლოდ აქტიურები)
yes > /dev/null & / kill %1 ერთი ბირთვის ხელოვნური დატვირთვა და გაჩერება მონიტორინგის ხელსაწყოს ტესტი
nproc CPU ბირთვების რაოდენობა load average-ის სწორად წასაკითხად

6b. დისკის მართვა

ბრძანება რას აკეთებს რატომ
df -h / df -i / ადგილი / inode-ები დისკი შეიძლება ივსებოდეს ფაილების რაოდენობითაც
sudo du -xh / --max-depth=1 | sort -rh | head პირველი დონის საქაღალდეები ზომით პოულობს ყველაზე დიდს; -x სხვა დისკებს არ ეხება, sort -rh ახარისხებს 4.3G-ისნაირ ზომებს
sudo find / -xdev -type f -size +50M 50 MB-ზე დიდი ფაილები ერთი კონკრეტული დიდი ფაილის მოსაძებნად
find DIR -type f -mtime +30 -print 30 დღეზე ძველი ფაილების ჩვენება წაშლამდე ვამოწმებთ, რა მოხვდება
find DIR -type f -mtime +30 -delete იგივე ფილტრით წაშლა -print უკვე ნანახი სიის წასაშლელად; სახელის ნიმუში (-name) ზღუდავს რისკს
touch -d "45 days ago" ფაილი ფაილის თარიღის ხელოვნური გაძველება წაშლის ბრძანების უსაფრთხო ტესტი
journalctl --disk-usage / sudo journalctl --vacuum-time=30d journal-ის ზომა / 30 დღეზე ძველის წაშლა systemd-ის ლოგების გაწმენდა
sudo apt clean ჩამოტვირთული პაკეტების ქეშის წაშლა ჩვენთან ~200 MB
sudo apt autoremove --dry-run ზედმეტი პაკეტების ჩვენება --dry-run არაფერს შლის
docker system df Docker-ის ადგილის გამოყენება RECLAIMABLE ხშირად მაღალია იმიჯების გაზიარების გამო
docker rmi სახელი კონკრეტული იმიჯის წაშლა prune -a-ზე უსაფრთხოა: DB-ს volume-ს არ ეხება
sudo logrotate -d /etc/logrotate.d/FILE ლოგების ბრუნვის კონფიგის შემოწმება -d debug, არაფერს ცვლის
sudo logrotate -v ... ბრუნვის ნამდვილი გაშვება ლოგირებით კონფიგის შემოწმების შემდეგ

6c. ქსელის დიაგნოსტიკა

ბრძანება რას აკეთებს რატომ
sudo ss -tulnp ყველა მოსასმენი TCP/UDP პორტი პროცესით ვინ რას უსმენს; 0.0.0.0 გარედან ჩანს, 127.0.0.1 მხოლოდ შიგნით
sudo ss -tlnp 'sport = :80' ერთი კონკრეტული პორტი რომელი პროცესი უჭირავს
ss -tn state established დამყარებული TCP კავშირები ვინ არის ახლა დაკავშირებული (SSH სესიები, გარე HTTPS)
ss -s სოკეტების შეჯამება სწრაფი სურათი: რამდენი კავშირია
nc -zv -w 2 HOST PORT... პორტის ხელმისაწვდომობა სკანირებით -z მონაცემების გარეშე, -w 2 ლოდინი. refused = არავინ უსმენს, timeout = firewall აგდებს
ip -br a ინტერფეისები მოკლედ რომელ ქსელს რა IP აქვს (NAT, Host-Only, Tailscale, Docker)
ip route მარშრუტიზაციის ცხრილი default via ... არის გასასვლელი ინტერნეტისკენ
ping -c 3 1.1.1.1 ინტერნეტი სახელის გარეშე მარშრუტი და NAT მუშაობს თუ არა
ping -c 3 ubuntu.com ინტერნეტი სახელით DNS მუშაობს თუ არა
resolvectl status DNS სერვერები ინტერფეისების მიხედვით რომელ DNS-ს მიმართავს სისტემა (10.0.2.3 VirtualBox NAT-ში)
sudo ufw status numbered firewall-ის წესები ნომრებით შედარება ss-ის სიასთან: ყველა ღია პორტი ufw-შია დაშვებული

6d. უსაფრთხოების აუდიტი

ბრძანება რას აკეთებს რატომ
awk -F: '$3 >= 1000 && $3 < 65534 {print $1}' /etc/passwd ნამდვილი (არასისტემური) მომხმარებლები UID 1000+ ადამიანებია
grep -vE '/(nologin|false)$' /etc/passwd ვისაც რეალური shell აქვს ვინ შეიძლება შევიდეს ტერმინალში
sudo passwd -S root root-ის პაროლის სტატუსი L = დაბლოკილია
getent group sudo sudo ჯგუფის წევრები ვის აქვს root უფლებები
sudo grep -rvE '^\s*(#|$)' /etc/sudoers /etc/sudoers.d/ sudoers კომენტარების გარეშე NOPASSWD ხაზის მოსაძებნად
sudo -l რა უფლებები მაქვს მე საკუთარი უფლებების შემოწმება
sudo sshd -T ამოქმედებული SSH კონფიგი ყველა ფაილიდან ფაილზე უკეთესია: sshd_config.d/-ის გადაფარვასაც ითვალისწინებს
sudo sshd -t && sudo systemctl restart ssh კონფიგის შემოწმება და გადატვირთვა შეცდომიანი კონფიგით გადატვირთვა გამოგკეტავდა
sudo lastb -n 5 წარუმატებელი შესვლები ახალ Ubuntu-ზე შეიძლება არ იყოს; ალტერნატივა: grep -c "Failed password" /var/log/auth.log
sudo ufw status verbose firewall-ის სტატუსი და ნაგულისხმევი პოლიტიკა deny (incoming) უნდა იყოს
systemctl is-active fail2ban ჩართულია თუ არა სერვისი სწრაფი შემოწმება
sudo fail2ban-client status / status sshd jail-ების სია / კონკრეტული jail Total failed ამოწმებს, რომ fail2ban რეალურად ხედავს შეცდომებს
sudo fail2ban-client set sshd unbanip IP IP-ის განბლოკვა თუ საკუთარი თავი დაიბლოკა
ssh -o PubkeyAuthentication=no -o BatchMode=yes fakeuser@HOST განზრახ წარუმატებელი ცდა fail2ban-ის ტესტი (5-ზე ნაკლები, რომ არ დაიბლოკო)
systemctl is-enabled unattended-upgrades ავტომატური უსაფრთხოების განახლებები პატჩები დროულად ინსტალირდება
grep -n restart docker-compose.yml რომელ სერვისებს აქვს restart: პოლიტიკა გადატვირთვის წინ ვამოწმებთ, რომ კონტეინერები თავისით აიწევს (unless-stopped)
docker ps --format 'table {{.Names}}\t{{.Status}}\t{{.Ports}}' კონტეინერები მოკლე ცხრილით Up 3 minutes (healthy) ამოწმებს, რომ სერვისი ახლად ამოვიდა
systemctl is-active nginx postgresql fail2ban docker რამდენიმე სერვისის სტატუსი ერთად გადატვირთვის შემდეგ ყველა active უნდა იყოს
sudo reboot VM-ის გადატვირთვა განახლებული ბიბლიოთეკებისა და გადადებული რესტარტების ერთბაშად გამოსაყენებლად
sudo gpasswd -d USER sudo მომხმარებლის ამოღება sudo ჯგუფიდან უმცირესი უფლებების პრინციპი; მომხმარებელი რჩება
sudo fail2ban-client get sshd ignoreip fail2ban-ის გამონაკლისი მისამართები ვამოწმებთ, რომ საკუთარი ქსელები დაცულია ბლოკისგან
sudo tee /etc/ssh/sshd_config.d/10-hardening.conf SSH-ის გამაგრება ცალკე ფაილით პაკეტის განახლება არ გადააწერს; ჯერ sshd -t
sudo apt update && sudo apt upgrade -y ინდექსის და პაკეტების განახლება unattended-upgrades საკეტს თუ უჭირავს, ელოდება; needrestart გვეუბნება, რა სერვისები სჭირდება რესტარტი

6e. დრო და სინქრონიზაცია

ბრძანება რას აკეთებს რატომ
timedatectl ადგილობრივი და UTC დრო, სარტყელი, System clock synchronized პირველი ბრძანება, თუ apt-ი ან TLS უცნაურად ვარდება
chronyc tracking NTP-სთან გადახრა (System time ... seconds slow) ზუსტად აჩვენებს, რამდენით ჩამორჩება VM (ჩვენთან 38032 წმ ≈ 10.5 სთ)
sudo chronyc makestep საათის ახლავე გასწორება chronyd დიდ გადახრას ნელა ასწორებს (დღეები); ეს ერთბაშად
echo "makestep 1 -1" | sudo tee /etc/chrony/conf.d/makestep.conf მუდმივი წესი: 1 წამზე მეტი გადახრა ყოველთვის ახლავე გასწორდეს VM-ები ჩერდება; ნაგულისხმევი makestep 1 3 მხოლოდ პირველ 3 განახლებას ითვალისწინებს
date მიმდინარე დრო სწრაფი შემოწმება

ეს გამოგადგებათ ხშირად

ლეპტოპის ძილის ან VM-ის პაუზის შემდეგ საათი ჩამორჩება და apt update წერს Release file ... is not valid yet. დეტალები: პრობლემების ცნობარი.

6f. ფაილური სისტემის კვლევა

დეტალური ახსნა: Linux-ის ფაილური სისტემის იერარქია.

ბრძანება რას აკეთებს რატომ
ls -la / ძირის შიგთავსი უფლებებით და სიმბოლური ბმულებით პირველი სიმბოლო ტიპია (d, l, -), bin -> usr/bin ავლენს usr-merge-ს
tree -L 2 / ხე 2 დონემდე სტრუქტურის სწრაფი გადახედვა (sudo apt install tree)
findmnt mount-ების ხე რა, სად და რომელი ფაილური სისტემით არის მიერთებული
findmnt -t proc,sysfs,devtmpfs მხოლოდ ვირტუალური ფაილური სისტემები -t ფილტრავს ტიპით
findmnt --verify /etc/fstab-ის შემოწმება შეცდომიანი fstab ჩატვირთვას აჩერებს
stat / მფლობელი, უფლებები, ზომა, დროები, inode ფაილის სრული მეტამონაცემები
stat -c '%F %n' ფაილი... ფაილის ტიპი სიტყვიერად regular file, directory, symbolic link, socket...
file -L /bin/ls ფაილის შიგთავსის ტიპი, ბმულს მიჰყვება გვაჩვენებს, რომ პროგრამა ELF ბინარია და რომელ ჩამტვირთველს იყენებს
readlink -f /bin სიმბოლური ბმულის საბოლოო სამიზნე /bin -> /usr/bin
namei -l /var/run გზის ყველა კომპონენტი უფლებებით აჩვენებს ბმულებს და სად წყდება წვდომა
mount მიერთებული ფაილური სისტემები findmnt უფრო წასაკითხია
lsblk დისკები და partition-ები ხის სახით ფიზიკური მოწყობილობები და სად მიუერთდა
find /run -maxdepth 2 -type s სოკეტების ძებნა -type: f, d, l, s, b, c, p
man hier / man file-hierarchy იერარქიის ოფიციალური აღწერა ადგილობრივი, ამ სისტემისთვის ზუსტი

7. Docker და Compose

ბრძანება რას აკეთებს რატომ
docker compose up -d აშენებს/ჩართავს ყველა სერვისს ფონზე ერთი ბრძანება მთელი სტეკისთვის; ცვლილებისას მხოლოდ შეცვლილს ხელახლა ქმნის
docker compose ps კონტეინერები, სტატუსი და პორტები 127.0.0.1:8080->80/tcp ამოწმებს, რომ პორტი მხოლოდ ლოკალურია
docker compose logs -f web სერვისის ლოგები კონტეინერი რატომ ვარდება
docker compose down ჩამოხსნა, მონაცემები (volume) რჩება უსაფრთხო გაჩერება
docker compose down -v ჩამოხსნა + volume-ის წაშლა წაშლის DB-ს: გამოვიყენეთ პაროლის პრობლემის გადასაჭრელად, როცა მონაცემები არ გვენანებოდა
docker compose exec db psql -U appuser ბრძანება მუშა კონტეინერში DB-ში შესვლა პორტის გამოქვეყნების გარეშე
docker compose -f ფაილი up -d კონკრეტული compose ფაილი როცა ~/docker-app-ში არ ხარ (no configuration file provided)
docker ps / docker images კონტეინერები / იმიჯები ზოგადი მდგომარეობა
healthcheck + depends_on: service_healthy web ელოდება DB-ს მზადყოფნას DB-ს ჩართვა არ ნიშნავს, რომ მზადაა

Postgres-ის პაროლი

POSTGRES_PASSWORD მხოლოდ volume-ის პირველად ინიციალიზაციაზე მოქმედებს. ცვლილების შემდეგ ან ALTER USER, ან down -v (მონაცემები იკარგება).

8. SSL / TLS

ბრძანება რას აკეთებს რატომ
openssl req -x509 -nodes -days 365 -newkey rsa:2048 ... საკუთარი სერტიფიკატი და გასაღები ერთი ბრძანებით ლოკალური HTTPS ტესტი, CA-ს გარეშე
-addext "subjectAltName=IP:...,DNS:..." IP და hostname სერტიფიკატში browser-ები CN-ს მხოლოდ აღარ ეყრდნობიან
openssl x509 -in selfsigned.crt -noout -dates -subject სერტიფიკატის ვადა და subject ვამოწმებთ, რა გავცეთ
ssl_protocols TLSv1.2 TLSv1.3; Nginx-ში ძველი პროტოკოლების გამორთვა SSLv3 და TLS 1.0/1.1 დაუცველია

9. Git და დოკუმენტაცია

ბრძანება რას აკეთებს რატომ
git fetch იღებს ცვლილებებს ფაილების შეცვლის გარეშე auto-deploy-ში ჯერ ვამოწმებთ, არის თუ არა სიახლე
git reset --hard origin/main ლოკალურს რეპოსთან ზუსტად ათანაბრებს სერვერზე ხელით ცვლილებები არ უნდა დარჩეს (merge-ის კონფლიქტი აღარ იქნება)
git -c user.name=... -c user.email=... commit ავტორი მხოლოდ ამ ბრძანებისთვის გლობალურ კონფიგს არ ვცვლით
mkdocs serve -a 127.0.0.1:8001 ლოკალური გადახედვა გამოქვეყნებამდე ვამოწმებთ დიაგრამებს
mkdocs gh-deploy --force აგებს და gh-pages-ზე ტვირთავს GitHub Actions workflow ამას თავისით აკეთებს push-ზე
git init ქმნის ახალ რეპოს მიმდინარე საქაღალდეში ვერსიების კონტროლის დაწყება (.git/)
git config --global user.name/user.email commit-ის ავტორი ყველა რეპოსთვის უამისოდ Author identity unknown. email-ად GitHub noreply გამოიყენე
git config --global init.defaultBranch main ახალი რეპოს ბრენჩი main იქნება მხოლოდ შემდეგ git init-ებზე მოქმედებს
git branch -m main ბრენჩის სახელის შეცვლა როცა master გამოვიდა
git add . / git status ფაილების staging / მდგომარეობა commit-მდე ვამოწმებთ, რა მოხვდება (.env არ უნდა ჩანდეს)
git check-ignore -v .env აჩვენებს, რომელი წესი იგნორირებს ფაილს ადასტურებს, რომ საიდუმლო ფაილი რეალურად დაცულია
git ls-files Git-ის მიერ თვალყურდევნებული ფაილები საბოლოო შემოწმება: პაროლიანი ფაილი არ არის
git commit -m "..." / git log --oneline snapshot-ის შენახვა / ისტორია ცვლილების ჩაწერა და შემოწმება
git status -sb მოკლე სტატუსი ბრენჩით ერთი ხაზით ჩანს ## main
git pull --ff-only origin main მხოლოდ სწორხაზოვანი განახლება კონფლიქტის შემთხვევაში deploy ჩერდება და ფაილებს არ აფუჭებს
git rev-parse HEAD მიმდინარე commit-ის სრული hash deploy-მდე/შემდეგ შესადარებლად
git diff --name-only OLD NEW ორ commit-ს შორის შეცვლილი ფაილების სია გადავწყვიტოთ, web უნდა გადაიტვირთოს თუ არა
ssh-keygen -t ed25519 -f ~/.ssh/github_docker_app -N "" ცალკე გასაღები კონკრეტული repo-სთვის (deploy key) ტოკენზე უსაფრთხოა: გაჟონვისას მხოლოდ ეს repo დაზარალდება
ssh -T git@github-docker-app ამოწმებს GitHub-თან SSH წვდომას Hi ezdanapak/docker-app! You've successfully authenticated
git remote add origin ... / git push -u origin main remote-ის მიბმა და პირველი ატვირთვა -u იმახსოვრებს main → origin/main კავშირს
docker compose up -d --build --remove-orphans მხოლოდ შეცვლილი სერვისები თავიდან იქმნება, წაშლილი სერვისები იწმინდება deploy ჩამოხსნის გარეშე, საიტი არ იკეტება
docker compose restart web ერთი სერვისის გადატვირთვა bind-mount ფაილის ცვლილება up -d-ით არ ჩანს
curl -s -o /dev/null -w '%{http_code}' URL მხოლოდ HTTP კოდს ბეჭდავს სკრიპტში health check
exec 9>lock; flock -n 9 სკრიპტის ერთდროული გაშვების დაბლოკვა ორი deploy ერთმანეთს არ ეჯახება
set -euo pipefail bash სკრიპტი შეცდომაზე ჩერდება ცუდი pull-ის შემდეგ rebuild არ გაეშვება

ხშირი დიაგნოსტიკა: სიმპტომი → პირველი ბრძანება

სიმპტომი პირველი ბრძანება
საიტი არ იხსნება curl -I localhost VM-ში, შემდეგ sudo ss -tlnp | grep :80
443 არ მუშაობს sudo ss -tlnp | grep :443, შემდეგ sudo nginx -T | grep listen
nginx -t ჩავარდა შეცდომის ხაზი, შემდეგ cat -n იმ ფაილზე
არასწორი საიტი ჩანს curl -s ... | grep -i "<title>" და sudo nginx -T | grep server_name
SSH პაროლს ითხოვს ssh -v, შემდეგ ls -ld ~/.ssh და ls -l ~/.ssh/authorized_keys
კონტეინერი ვარდება docker compose ps, შემდეგ docker compose logs სერვისი
cron არ მუშაობს crontab -l, შემდეგ cron-ის ლოგი (>> ... 2>&1)
პორტი გარედან ჩანს, არ უნდა sudo ss -tlnp (მისამართი 0.0.0.0 თუ 127.0.0.1)