კონტენტზე გადასვლა

ზეპირად: ბრძანებების ცნობარი

2.1 ნავიგაცია და ფაილები

ბრძანება რას აკეთებს მაგალითი
🔴 pwd სად ვარ pwd
🔴 cd <გზა> გადავდივარ დირექტორიაში (.. ზემოთ, ~ home, - წინა) cd ~/linux-week1
🔴 ls, ls -l, ls -a, ls -la სია, დეტალები, დამალულებიც ls -la
🔴 ls -R რეკურსიულად (ქვესაქაღალდეებიც) ls -R ~/linux-week1
🔴 mkdir, mkdir -p დირექტორია, -p მშობელებიც და არსებულზე არ ჩივის mkdir -p a/b/c
🔴 touch f ცარიელი ფაილი (ან დროს ანახლებს) touch a.txt
🔴 cp f g, cp -r d1 d2 ასლი (საქაღალდეზე -r) cp -r env backup
🔴 mv a b გადატანა ან გადარქმევა mv a.txt docs/
🔴 rm f, rm -r d წაშლა (სანაგვე ყუთი არ არსებობს) rm old.txt
🔴 rmdir d მხოლოდ ცარიელი დირექტორიის წაშლა rmdir empty
🔴 cat f, head -N, tail -N, less f წაკითხვა: მთლიანი, დასაწყისი, ბოლო, გვერდებად tail -5 app.log
🔴 tail -f f ფაილის ცოცხალი ყურება (გამოსვლა Ctrl+C) tail -f live.log
🔴 wc -l f ხაზების რაოდენობა wc -l app.log

💡 less-ში: /სიტყვა ეძებს, q გამოდის.

2.2 ძებნა

ბრძანება რას ეძებს მაგალითი
🔴 find . -type f ჩვეულებრივ ფაილებს (დამალულებსაც) find . -type f
🔴 find . -type d დირექტორიებს find . -type d
🔴 find . -name "*.txt" სახელით find . -name "*.log"
🔴 find . -name ".*" -type f დამალულ ფაილებს
🔴 grep -r "ტექსტი" გზა შიგთავსში, რეკურსიულად grep -r "DOC-017" documents
🔴 grep -rl "ტექსტი" გზა მხოლოდ ფაილების სახელებს
grep -c "x" f შესატყვისი ხაზების რაოდენობა

💡 სახელით ძებნა (find) და შიგთავსით ძებნა (grep) სხვადასხვა რამეა: სახელი შეიძლება არაფერს ამბობდეს შიგთავსზე.

2.3 ტექსტის დამუშავება

ბრძანება რას აკეთებს
🔴 awk '$2=="ERROR"' f ხაზებს ტოვებს, სადაც მეორე ველი არის ERROR ($1 პირველი, $2 მეორე ...)
🔴 awk '{print $4}' f ბეჭდავს მხოლოდ მეოთხე ველს
🔴 sort ალაგებს
🔴 uniq ერთმანეთის გვერდით განმეორებულს ერთად ტოვებს (ამიტომ ჯერ sort); uniq -d მხოლოდ დუბლიკატებს
🔴 sed -i 's/ძველი/ახალი/' f ფაილში ტექსტს ადგილზე ცვლის
sed -n 1p f ბეჭდავს მხოლოდ პირველ ხაზს
cut -d' ' -f2 სივრცით გაყოფილი მეორე ნაწილი

2.4 ოპერატორები (რომლებიც მუდმივად გვჭირდება)

ოპერატორი მნიშვნელობა შენიშვნა
🔴 > გამოტანა ფაილში, ზედმიწერს ძველი შიგთავსი იკარგება
🔴 >> გამოტანა ფაილში, ბოლოში ამატებს ორჯერ გაშვებაზე ორჯერ დაემატება
🔴 | (pipe) ერთის გამოტანა მეორეს შესატანად awk ... | sort | uniq
🔴 * ნებისმიერი სიმბოლოები სახელში *.txt
🔴 {a,b,c} ჩამონათვალი mkdir -p env/{dev,prod}/app
$(...) ბრძანების შედეგი ტექსტად echo "$(whoami)"
&& მეორე გაეშვება, თუ პირველი წარმატებულია cd x && ls
<<'EOF' ... EOF მრავალხაზიანი ტექსტი cat > f <<'EOF'

2.5 უფლებები

-rwxr-xr--      <- ls -l-ის პირველი სვეტი
│└┬┘└┬┘└┬┘
│ │  │  └── სხვები (others)
│ │  └───── ჯგუფი (group)
│ └──────── მფლობელი (owner)
└────────── ტიპი: - ფაილი, d დირექტორია, l ბმული
ასო ციფრი ფაილზე დირექტორიაზე
🔴 r 4 წაკითხვა სახელების ჩამოთვლა
🔴 w 2 ჩაწერა შიგ ფაილის შექმნა/წაშლა
🔴 x 1 გაშვება შესვლა და შიგნით წვდომა
რიცხვი ასოებით გამოყენება
🔴 644 rw-r--r-- საჯარო ფაილი
🔴 640 rw-r----- ჯგუფისთვის ხილული
🔴 600 rw------- პირადი ფაილი, პირადი გასაღები
🔴 700 rwx------ პირადი დირექტორია
🔴 755 rwxr-xr-x ჩვეულებრივი დირექტორია
⛔ 777 rwxrwxrwx არ გამოიყენო: ყველას აძლევს ყველაფერს

გამოთვლა: თითო სამეულში r=4, w=2, x=1, ვაჯამებთ. მაგ. rw- = 4+2 = 6.

2.6 ბმულები და არქივი

ბრძანება რას აკეთებს
🔴 ln -s სამიზნე ბმული სიმბოლური ბმული (მალსახმობი)
🔴 ln -sfn სამიზნე ბმული არსებულს ცვლის (-f იძულებით, -n ბმულს არ შეიჭრება)
readlink ბმული სად მიუთითებს
🔴 tar -czf a.tar.gz საქ1 საქ2 არქივის შექმნა + gzip
🔴 tar -tzf a.tar.gz შემადგენლობა ამოღების გარეშე (-tvzf დეტალებით)
🔴 tar -xzf a.tar.gz -C დირ ამოღება მითითებულ დირექტორიაში
tar -xzf a.tar.gz გზა/ფაილი მხოლოდ ერთი ფაილის ამოღება
🔴 gzip -k f, gunzip f.gz შეკუმშვა (-k ორიგინალს ტოვებს), გაშლა
🔴 sha256sum f > f.sha, sha256sum -c f.sha ფაილის "თითის ანაბეჭდი" და შემოწმება (OK)
cmp a b ორი ფაილი ზუსტად ერთნაირია თუ არა

2.7 SSH და გადატანა

ბრძანება რას აკეთებს
🔴 ssh user@host ან ssh alias სერვერზე შესვლა
🔴 ssh-keygen -t ed25519 -f ~/.ssh/<სახელი> -C "კომენტარი" გასაღებების წყვილი
🔴 ssh-copy-id -i ~/.ssh/<სახელი>.pub user@host საჯარო გასაღები სერვერზე
🔴 ssh-keygen -lf <.pub ფაილი> გასაღების fingerprint
ssh-keygen -lF <host> known_hosts-ში ჩანაწერის fingerprint
🔴 scp წყარო დანიშნულება ფაილის გადატანა SSH-ით (alias:გზა სერვერის მხარეა)

2.8 სისტემის ინფორმაცია

ბრძანება რას აჩვენებს
🔴 whoami, hostname, pwd, echo ~ მომხმარებელი, კომპიუტერის სახელი, ადგილი, home
🔴 cat /etc/os-release დისტრიბუცია
🔴 uname -r kernel-ის ვერსია
🔴 df -h დისკის თავისუფალი ადგილი
🔴 du -sh <გზა> საქაღალდის ზომა
🔴 ps aux, echo $$ პროცესები; მიმდინარე shell-ის PID

წინა: მთავარი · შემდეგი: დღე 1