ცვლადები¶
წარმოდგენილი პითონის კოდები შეგიძლია გამოსცადო ღრუბლოვან-გამოთვლით პლატფორმებზე, ყოველგვარი ინსტალაციის გარეშე კომპიუტერზე.
| HCODE | NAMN1 | NAMA1 | NAML1 |
|---|---|---|---|
| GE-TB | თბილისი | Tbilisi | tbilisi |
| GE-SZ | სამეგრელო-ზემო სვანეთი | Samegrelo-Zemo Svaneti | samegrelo-zemo svaneti |
| GE-MM | მცხეთა-მთიანეთი | Mtskheta-Mtianeti | mtskheta-mtianeti |
| GE-KA | კახეთი | Kakheti | k’akheti |
| GE-GU | გურია | Guria | guria |
| GE-RL | რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი | Racha-Lechkhumi-Kvemo Svaneti | rach’a-lechkhumi-kvemo svaneti |
| GE-KK | ქვემო ქართლი | Kvemo Kartli | kvemo kartli |
| GE-SJ | სამცხე-ჯავახეთი | Samtskhe-Javakheti | samtskhe-javakheti
|
| GE-AJ | აჭარა | Adjara | ach’ara |
| GE-IM | იმერეთი | Imereti | imereti |
| GE-SK | შიდა ქართლი | Shida Kartli | shida kartli |
| GE-AB | აფხაზეთი | Apkhazeti | apkhazeti |
ტექსტური ტიპის მონაცემები - Strings ტექსტი ეს არის მიმდევრობა ასოების, რიცხვების და პუნქტუაციის ნიშნების - text_123
პითონში შესაძლებელია ტექსტური ტიპის ინფორმაციის შექმნა ერთ ან ორმაგ ბრჭყალებში
city = 'Chiatura'
region = 'Imereti'
print(city, region)
#პრინტ ფუნქცია დაბეჭდავს > Chiatura Imereti
print(city +' '+region)
#პრინტ ფუნქცია დაბეჭდავს და შუაში დამატებით სივრცე ექნება > Chiatura Imereti
print(city + ',' + region)
#პრინტ ფუნქცია დაბეჭდავს შუაში მძიმით > Chiatura,Imereti
რიცხვითი ტიპის მონაცემები - Numbers პითონი მუშაობს სხვადასხვა ტიპის რიცხვებთან, მათგან ყველაზე გავრცელებულია:
int, მთელი რიცხვები, მაგალითად 100, float, ასევე ათწილადი, 0.5
population = 12049
latitude = 42.289449
longitude = 43.284585
print(type(latitude))
#პრინტ ფუნქცია დაბეჭდავს latitude ცვლადში არსებულ მონაცემის ტიპს
#42.289449, ანუ ათწილადი <class 'float'>
area_sqkm = 54.5
density = population / area_sqkm
print(density)
#პრინტ ფუნქცია დაბეჭდავს მოსახლეობის სიმჭიდროვეს 221.08256880733944