📝 დავალება 2¶
საჭირო თემები: ატრიბუტული მონიშვნები, სივრცითი მონიშვნები, წაშლა, კოორდინატების კონვერტაცია, ვექტორის გეოდამუშავება
მონაცემები: sample_data/practice/osm/ (gis_osm_places_free_1, gis_osm_adminareas_a_free_1, gis_osm_roads_free_Batumi; OpenStreetMap, EPSG:4326). ყველა OSM შრე ერთ არქივად: OSM_shp_PyQGIS.zip
აქ და შემდეგ ამოხსნებში გამოიყენება ზოგადი დამხმარე კოდი.
სავალდებულოა: იმუშავეთ ასლზე
ობიექტების წაშლა და ველების დამატება ხდება პირდაპირ ფაილში. სანამ დაიწყებთ, დააკოპირეთ შრეები (.shp, .shx, .dbf, .prj, .cpg) თქვენს shp საქაღალდეში და მუშაობა მხოლოდ ასლზე აწარმოეთ.
ნაწილი 1 (საქაღალდე: part_1)¶
gis_osm_places_free_1-დან მონიშნეთ ობიექტი, რომლისpopulationარის 1331, და გაიტანეთshp-ში.gis_osm_places_free_1-დან ამავე შრიდან წაშალეთ ობიექტები, სადაცosm_idმეტია 1014750524-ზე და ნაკლებია 10926200653-ზე.- შემოიტანეთ
gis_osm_adminareas_a_free_1და მონიშნეთ მუნიციპალიტეტი "ჭიათურის მუნიციპალიტეტი" (nameსვეტით,fclass = admin_level6).gis_osm_places_free_1-დან მონიშნეთ ის ობიექტები, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში ხვდება, მოჭერით და შეინახეთgis_osm_places_free_1_Chiaturaსახელითshpსაქაღალდეში.
ამოხსნა 1.1
places = QgsVectorLayer(base + '/shp/gis_osm_places_free_1.shp', 'places', 'ogr')
QgsProject.instance().addMapLayer(places)
places.selectByExpression('"population" = 1331')
print(places.selectedFeatureCount()) # 1
processing.run('native:saveselectedfeatures',
{'INPUT': places, 'OUTPUT': base + '/shp/places_pop_1331.shp'})
places.removeSelection()
ამოხსნა 1.2
places.selectByExpression(
'to_int("osm_id") > 1014750524 AND to_int("osm_id") < 10926200653')
print(places.selectedFeatureCount(), 'წასაშლელი')
places.startEditing()
places.deleteSelectedFeatures()
places.commitChanges()
print(places.featureCount(), 'დარჩა')
osm_idტექსტური (String) ველია. გამოსახულებაში"osm_id" > 1014750524ტექსტურად შეადარებდა და არასწორ შედეგს მოგცემდათ, ამიტომ საჭიროაto_int("osm_id").
მოსალოდნელი შედეგი: 5263 ობიექტიდან წაიშლება 1190 (დარჩება 4073).
ამოხსნა 1.3
adm = QgsVectorLayer(base + '/shp/gis_osm_adminareas_a_free_1.shp', 'adminareas', 'ogr')
QgsProject.instance().addMapLayer(adm)
adm.selectByExpression(
'"fclass" = \'admin_level6\' AND "name" = \'ჭიათურის მუნიციპალიტეტი\'')
print(adm.selectedFeatureCount()) # 1
# places-ის ის ობიექტები, რომლებიც მონიშნულ მუნიციპალიტეტში ხვდება
processing.run('native:selectbylocation', {
'INPUT': places, 'PREDICATE': [0], # 0 = intersects
'INTERSECT': QgsProcessingFeatureSourceDefinition(adm.id(), True),
'METHOD': 0})
print(places.selectedFeatureCount()) # 106
# მოჭრა: მხოლოდ მონიშნული ობიექტები მონიშნული მუნიციპალიტეტით
processing.run('native:clip', {
'INPUT': QgsProcessingFeatureSourceDefinition(places.id(), True),
'OVERLAY': QgsProcessingFeatureSourceDefinition(adm.id(), True),
'OUTPUT': base + '/shp/gis_osm_places_free_1_Chiatura.shp'})
QgsProcessingFeatureSourceDefinition(layer.id(), True)ნიშნავს „მხოლოდ მონიშნული ობიექტები". თუ შრეს პირდაპირ გადასცემთ, ალგორითმი ყველა ობიექტს გამოიყენებს. ამიტომ შრეები ჯერ პროექტში უნდა დაემატოს (addMapLayer).
> მხოლოდ `"name" = 'ჭიათურა'` ქალაქის პოლიგონს (`admin_level8`) აირჩევდა და არა მუნიციპალიტეტს, ამიტომ `fclass`-იც სავალდებულოა.
მოსალოდნელი შედეგი: gis_osm_places_free_1_Chiatura – 106 წერტილი (ჭიათურა, ხუნევი, რგანი და სხვა).
ნაწილი 2 (საქაღალდე: part_2)¶
- შექმენით წერტილოვანი შრე
points, CRS EPSG:4326, და შეინახეთshpსაქაღალდეში. -
ჩაწერეთ კოორდინატები
txtფაილში. წაიკითხეთ ისინი სკრიპტით, გადაიყვანეთ ათწილად გრადუსებში და დაბეჭდეთ კონსოლში:- 42°17'2.95"N, 43°16'55.79"E
- 42°17'26.48"N, 43°16'46.89"E
ამ კონკრეტულ დავალებაზე შაბლონის სკრიპტის გარდა შეგიძლიათ AI-ს გამოყენება.
-
gis_osm_roads_free_Batumiშრეში (ბათუმის გზები) გამოთვალეთ სიგრძე ორ სხვადასხვა სვეტში:WGS_Length(ელიფსოიდური) დაUTM_Length(UTM ზონის პროექციაში). გადახედეთ მონაცემებს: გჭირდებათ თუ არა საკოორდინატო სისტემის შეცვლა?
ამოხსნა 2.1
ამოხსნა 2.2
coords.txt (თითო სტრიქონზე ერთი წერტილი: გრძედი, გრძივი):
import re
def dms(text):
d, m, s, hemi = re.match(r'(\d+)°(\d+)\'([\d.]+)"([NSEW])', text.strip()).groups()
value = int(d) + int(m) / 60 + float(s) / 3600
return -value if hemi in 'SW' else value
with open(base + '/coords.txt', encoding='utf-8') as fh:
for line in fh:
lat, lon = [dms(part) for part in line.split(',')]
print(round(lat, 6), round(lon, 6))
ტექსტში სიმბოლო
°არაა ლათინური, ამიტომ ფაილი UTF-8-ში შეინახეთ დაencoding='utf-8'მიუთითეთ. გრძედი (N/S) პირველია, გრძივი (E/W) მეორე; წერტილის შესაქმნელადQgsPointXY(lon, lat)– ჯერ გრძივი.
ამოხსნა 2.3
შრის CRS არის EPSG:4326 (გრადუსები), ამიტომ geometry().length() გრადუსებს დააბრუნებდა. სიგრძისთვის გვჭირდება ან ელიფსოიდური გაზომვა, ან პროექციულ CRS-ში გადაყვანა.
from qgis.PyQt.QtCore import QVariant
roads = QgsVectorLayer(base + '/shp/gis_osm_roads_free_Batumi.shp', 'roads', 'ogr')
print(roads.crs().authid()) # EPSG:4326
roads.dataProvider().addAttributes([QgsField('WGS_Length', QVariant.Double),
QgsField('UTM_Length', QVariant.Double)])
roads.updateFields()
iw = roads.fields().lookupField('WGS_Length')
iu = roads.fields().lookupField('UTM_Length')
ctx = QgsProject.instance().transformContext()
d = QgsDistanceArea() # ელიფსოიდური სიგრძე
d.setSourceCrs(roads.crs(), ctx)
d.setEllipsoid('WGS84')
# ბათუმი ~41,6°E -> UTM ზონა 37N -> EPSG:32637
to_utm = QgsCoordinateTransform(roads.crs(), QgsCoordinateReferenceSystem('EPSG:32637'), ctx)
roads.startEditing()
for f in roads.getFeatures():
g = QgsGeometry(f.geometry()) # ასლი
wgs = d.measureLength(g) / 1000 # კმ
g.transform(to_utm)
utm = g.length() / 1000 # კმ
roads.changeAttributeValue(f.id(), iw, wgs)
roads.changeAttributeValue(f.id(), iu, utm)
roads.commitChanges()
ბათუმი მთლიანად ერთ UTM ზონაშია. ზონის გამოსათვლელად:
int((lon + 180) // 6) + 1(41,6°E → 37).
შემოწმება: ყველა 11 738 ხაზის ჯამი: WGS_Length ≈ 1202,6 კმ, UTM_Length ≈ 1202,8 კმ. სხვაობა მცირეა, რადგან UTM-ში მასშტაბის დამახინჯებაა.
შრე
gis_osm_roads_free_Batumiმიღებულია მთელი საქართველოსgis_osm_roads_free_1-იდან (332 755 ხაზი) ბათუმის მუნიციპალიტეტით მოჭრით. ცხრილში „ქალაქის" ველი არ არის, ამიტომ გამოყენებულია სივრცითი ოპერაციაnative:clip.