Skip to content

შეიპ-ფაილი

ზოგადი

___

შეიპფაილი არის ფორმატი რომელიც ინახავს ვექტორულ სივრცულ მონაცემებს, მისი შემქმნელი ESRI - ა.
ნაწილი ინფორმაციის პირველწყარო

საბაზისო ინფორმაცია

პირველი ნაბიჯების გადადგმისას ნებისმიერ GIS პროგრამულ პროდუქტში აუცილებელია კარგად ვარჩევდეთ განსხვავებას ძირითადი 2 მონაცემის ვექტორის და რასტრის სხვაობას. მიუხედავად იმისა რომ გასული საუკუნიდან მოყოლებული ბევრი სხვა საშუალება გაჩნდა მის გარდა დღევანდელ დღეს მაინც გამოიყენება კერძო თუ საჯარო სექტორში. ამიტომ ელემენტარული გაცნობიერება მისი მუშაობის პრინციპის აუცილებელია პირველ რიგში ფორმატების დონეზე და არა პროგრამულად.

ფორმატები

___

შეიპფაილის როგორც კონტეინერის სტრუქტურა დაშლილია ბევრ სხვადასხვა ფორმატში, აქედან გამოიყოფა მნიშვნელოვანი რამდენიმე და დანარჩენი ფუნქციონალიდან გამომდინარე.
.shp ინახავს გეომეტრიას და არის კონტეინერის მეთაური
.shx ინდექსაციის ფორმატი, იძლევა სივრცული ობიექტების სწრაფად დათვალიერების საშუალებას
.dbf ატრიბუტული ცხრილის ჩანაწერების შემნახველი
.prj საკოორდინატო სისტემის შემნახველი
.cpg უნიკოდირება, სიმბოლოების გამოსასახავად ატრიბუტულ ცხრილში

კონტეინერის გადაცემა მესამე პირზე

___

თუ გინდათ რომ თქვენი შესრულებული მასალა გადასცეთ სხვას აუცილებელია გააყოლოთ ყველა ფორმატის ფაილი, ვინაიდან იგი 1 მთლიანი სტრუქტურაა და მისი დანაწევრება ნიშნავს ინფორმაციის ზიანს.