Skip to content

დახრილი ხაზი

კოდში დირექტორიების საკითხი

ორმაგი უკუქცეული ხაზი (\\) გამოიყენება ბილიკში(Path) ერთის (\) ნაცვლად. Python-ში ერთი გამოყენებულია როგორც escape სიმბოლო და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. ორმაგი უკუქცეული ხაზის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმბოლო r (raw) სტრიქონის წინ, მაგალითად: r"C:\QGIS\PyQGIS\database.gpkg", ან გამოიყენოთ ერთი მიმართული ხაზი (forward slash), მაგალითად: "C:/QGIS/PyQGIS/database.gpkg". ეს სამი ფორმატი სწორი და ურთიერთშენაცვლებადია გამოყენებისას. თუ იყენებ (/) or double backslash (\\) - ს r დაწერა სავალდებულო აღარაა.

  • r"C:\QGIS\PyQGIS\database.gpkg"

  • "C:/QGIS/PyQGIS/database.gpkg"

  • "C:\ \QGIS\ \PyQGIS\ \database.gpkg"

Python-ში Escape Character არის უკუქცეული ხაზი ( \ ). ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ შემდეგი სიმბოლო ან კომბინაცია უნდა იყოს ინტერპრეტირებული განსაკუთრებულად, გარკვეული სიმბოლოების ჩასასმელად ან გასაკონტროლებლად, რომლებიც სხვაგვარად ვერ ჩაეწერებოდა პირდაპირ.

Escape Character

სპეციალური სიმბოლოების ჩასმა:

მაგალითად, თუ საჭიროა სტრიქონში ბრჭყალების გამოყენება:

Special characters
1
2
3
City = "My city is \"Chiatura!\""
print(City)
# დაბეჭდავს: My city is "Chiatura!"

სიმბოლო \n გამოიყენება ახალი ხაზის დასაწყებად.

New line
1
2
3
4
5
City = "My city is \nChiatura"
print(City)
# დაბეჭდავს:
# My city is
# Chiatura

სიმბოლო \t ამატებს გამოტოვებას.

tab
1
2
3
City = "My city is \tChiatura"
print(City)
# გამოსავალი: My city is  Chiatura

თუ საჭიროა თვითონ ხაზის გამოჩენა, მას ორჯერ ვწერთ: \ \ .

backslash
1
2
3
path = "C:\\QGIS\\PyQGIS\\database.gpkg"
print(path)
# გამოსავალი: C:\QGIS\PyQGIS\database.gpkg

Escape Character Python-ში ძალზედ მნიშვნელოვანია სპეციალური სიმბოლოების მართვისთვის და ტექსტთან მუშაობისას სიზუსტის უზრუნველსაყოფად.